მაია ენჯელოუ

მაია ენჯელოუ
ინგლ. Maya Angelou

ენჯელოუ ბილ კლინტონის ინაუგურაციაზე 1993 წელს
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1928
დაბადების ადგილი სენტ-ლუისი, მისური, აშშ
გარდაცვალების თარიღი 28 მაისი, 2014 (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი უინსტონ-სალემი, ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ
საქმიანობა პოლიტიკოსი, მოცეკვავე, კინოპროდიუსერი, ტელე პროდიუსერი, დრამატურგი, კინორეჟისორი, პროფესორი, სცენარისტი, მწერალი[1] , ესეისტი, სიმღერების ავტორი, ავტობიოგრაფი, მომღერალი, ტელემსახიობი, თეატრის მსახიობი, ჟურნალისტი, რომანისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება აფრო-ამერიკელები[2] [3] [4]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი George Washington High School და California Labor School
Magnum opus ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი, On the Pulse of Morning, And Still I Rise და Even the Stars Look Lonesome
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[5] , ლენგსტონ ჰიუზის მედალი[6] , Grammy Award for Best Audio Book, Narration & Storytelling Recording, სპინგარნის მედალი[7] , Grammy Award for Best Audio Book, Narration & Storytelling Recording[8] , Grammy Award for Best Audio Book, Narration & Storytelling Recording[9] , NAACP Image Award for Outstanding Literary Work, Nonfiction, მარიან ანდერსონის პრემია[10] , NAACP Image Award for Outstanding Literary Work, Nonfiction, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[11] , Literarian Award for Outstanding Service to the American Literary Community[12] , კანდასის პრემია, ჰორაციო ელჯერის პრემია[13] , Arkansas Black Hall of Fame[14] , Paul Robeson Award, Crystal Award, ხელოვნების ეროვნული მედალი, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის საპატიო ლექტორი, ბალტიმორის საპატიო მოქალაქე, North Carolina Award for Literature[15] და honorary degree from Spelman College[16]
მეუღლე პოლ დუ-პი[17]
ხელმოწერა
საიტი mayaangelou.com

მაია ენჯელოუ (დ. 4 აპრილი, 1928 — გ. 28 მაისი, 2014) — ამერიკელი პოეტი, მემუარისტი და სამოქალაქო უფლებების აქტივისტი. მისი შემოქმედება შვიდ ავტობიოგრაფიას, სამ ესეების კრებულსა და რამდენიმე პოეტურ კრებულს მოიცავს. მას მრავალი ჯილდო და 50-ზე მეტი საპატიო ხარისხი მიუღია.[18] მწერლის ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი ავტობიოგრაფიულ რომანთა სერიაა, რომელიც მისი ბავშვობასა და ახალგაზრდულ წლებში მიღებული გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს. ენჯელოუს საყოველთაო ცნობადობა და აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა, „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (1969), რომელშიც მან თავისი ბავშობისა და მოზარდობის წლები აღწერა. მწერალმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა რომანში რასიზმისა და სოციალური უთანასწორობის საკითხების წამოჭრის გამო.

სანამ მწერლობასა და პოეტობას დაიწყებდა, ახალგაზრდა ენჯელოუ მუშაობდა მზარეულად, მომღერლად, მოცეკვავედ, იყო „პორგი და ბესის“ წევრი, აფრიკის დეკოლონიზაციის პერიოდში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა ეგვიპტესა და განაში, იყო სამხრეთელ ქრისტიანთა კონფერენციის კოორდინატორი. აგრეთვე ენჯელოუ სატელევიზიო და კინოკარიერას ეწეოდა. მას, როგორც მსახიობს, სცენარისტს, რეჟისორსა თუ პროდიუსერს, არაერთი პიესის, ფილმისა თუ სატელევიზო შოუს შექმნაში მიუღია მონაწილეობა.

ენჯელოუ მარტინ ლუთერ კინგთან და მალკოლმ იქსთან ერთად აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში. 1990-იან წლების დასაწყისში მწერალი მწერალი საჯარო სიტყვით წელიწადში დაახლოებით 80-ჯერ გამოდიოდა. 1993 წელს ბილ კლინტონის პირველ ინაუგურაციაზე ენჯელოუმ წაიკითხა თავისი ლექსი „On the Pulse of Morning“.

ენჯელოუს შემოქმედების ცენტრალური თემებია რასიზმი, იდენტობა, ოჯახი და მოგზაურობა. მწერლის ნაწარმოებები სკოლებსა და უნივერსიტეტებში მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ ისწავლება, თუმცა სექსუალური და რასისტული ასპექტების გამო ამერიკის სკოლებში, კოლეჯებსა და ბიბლიოთებში მისი წიგნები არაერთხელ აკრძალულა.

ადრეული ცხოვრება

მარგარეტ ენი ჯონსონი 1928 წლის 4 აპრილს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ბეილი და ვივიენ ჯონსონების ოჯახში დაიბადა. იგი მშობლებისთვის მეორე შვილი იყო. უფროსმა ძმამ, ბეილი უმცროსმა მარგარეტს „მაია“ შეარქვა.[19] როცა ენჯელოუ სამი, ხოლო მისი ძმა ოთხი წლის იყო, მათი მშობლები გაიყარნენ. მამამ შვილები არკანზასში, ლაფაიეტის ოლქის ქალაქ სტემპსში, ბებიასთან საცხოვრებლად გაგზავნა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ სენტ-ლუისში დედასთან დააბრუნა.

რვა წლის ასაკში ენჯელოუ დედის საყვარელმა, გვარად ფრიმენმა, გააუპატიურა. გოგონამ სექსუალური ძალადობის შესახებ ძმას უამბო, ამ უკანასკნელმა კი ოჯახის წევრებს აცნობა. ფრიმენი სასამართლოში დამნაშავედ ცნეს, თუმცა მისმა პატიმრობამ მხოლოდ ერთ დღეს გასტანა. გათავისუფლებიდან მეოთხე დღეს იგი მოკლული იპოვეს. სავარაუდოდ, მისი მკვლელები ენჯელოუს ბიძები იყვნენ.[20] ამ შემთხვევის შემდეგ ენჯელოუ ჩაკეტილი და გულჩათხრობილი გახდა, რადგან თავს დამნაშავედ თვლიდა. თითქმის ხუთი წლის მანძილზე იგი ლაპარაკზეც კი ამბობდა უარს. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „ვფიქრობდი, რომ ის კაცი ჩემმა ხმამ მოკლა; მე მოვკალი ის, რადგან მისი ვინაობა დავასახელე; მეგონა, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, ეს კვლავ ვინმეს სიკვდილს გამოიწვევდა.“[21] ენჯელოუს ბიოგრაფისა და კოლეგის, მარცია ენ გილესპის ცნობით, სწორედ ამ პერიოდში ჩამოუყალიბდა მას სიყვარული წიგნებისა და ლიტერატურის მიმართ. იგი ბევრს ისმენდა და ინტერესით აკვირდებოდა სამყაროს, რის შედეგადაც განსაკუთრებულად განუვითარდა მახსოვრობის უნარი.[22]

ფრიმენის მკვლელობიდან მალევე ენჯელოუ და მისი ძმა კვლავ ბებიასთან გაგზავნეს.[23] სტემპსში დაბრუნებული ენჯელოუ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან მასწავლებელმა და ოჯახის მეგობრამა, მისის ბერტა ფლაუერსმა, გამოიყვანა. მან გოგონას ალაპარაკება ლიტერატურისა და პოეზიის საშუალებით შეძლო. ფლაუერსმა ენჯელოუს გააცნო ჩარლზ დიკენსი, უილიამ შექსპირი, ედგარ ალან პო, ფრენსის ჰარპერი, ჯესი რედმონ ფოსეტი და სხვა ავტორები, რომლებმაც მომავალი მწერლის ცხოვრებასა და კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინეს.[24][25][26]

როცა ენჯელოუ თოთხმეტის, ხოლო მისი ძმა თხუთმეტი წლის იყო, ისინი კვლავ დედასთან დაბრუნდნენ, რომელიც იმჟამად კალიფორნიის შტატის ქალაქ ოუკლენდში ცხოვრობდა. 16 წლის ასაკში ენჯელოუ სან-ფრანცისკოში ტრამვაის პირველი შავკანიანი ქალი კონდუქტორი გახდა.[27][28][29]

კარიერა

1951-1961

1951 წელს ენჯელოუ, იმ პერიოდში რასათაშორისო ქორწინების აკრძალვისა და დედის უარის მიუხედავად, ტოშ ანგელოსზე, ბერძენ ელექტრიკოსზე დაქორწინდა, რომელიც ყოფილი მეზღვაური და მოყვარული მუსიკოსი იყო.[30][31][32] ამ პერიოდში ენჯელოუ ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა, სადაც მოცეკვავეები და ქორეოგრაფები, ელვინ ეილი და რუთ ბეკფორდი, გაიცნო. ეილთან ერთად ენჯელოუმ ქორეოგრაფიული ჯგუფი სახელწოდებით „ელი და რიტა“ ჩამოაყალიბა. ისინი საცეკვაო ნომრებს სან-ფრანცისკოს მასშტაბით დაძმობილებულ შავკანიანთა ორგანიზაციებში ასრულებდნენ, თუმცა ამ საქმიანობით მათ წარმატება ვერ მოიპოვეს.[33] ენჯელოუ მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ტრინიდადელ მოცეკვავე პირლ პრიმუსთან აფრიკული ცეკვის შესწავლის მიზნით ნიუ-იორკში გადავიდა, საიდანაც სან-ფრანცისკოში ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა.[34]

ენჯელოუს ქორწინება 1954 წელს დასრულდა. ამ პერიოდში იგი სან-ფრანცისკოს კლუბებში პროფესიონალურად ცეკვავდა, მათ შორის იყო ღამის კლუბი The Purple Onion, სადაც ენჯელოუ კალიფსოს მუსიკაზე, როგორც საცეკვაო, აგრეთვე ვოკალურ ნომრებს ასრულებდა.[35] კლუბში იგი „მარგარეტ ენი ჯონსონის“ ან „რიტას“ სახელით გამოდიოდა, თუმცა კლუბის მენეჯერების რჩევით, მან პროფესიული სახელი შეიცვალა და „მაია ენჯელოუ“ გახდა.

1954-1955 წლებში ენჯელოუმ ევროპაში იმოგზაურა, სადაც ოპერაში პორგი და ბესი გამოდიოდა. იგი ყველა იმ ქვეყნის ენას სწავლობდა, სადაც ჩადიოდა, რის შედეგადაც რამდენიმე სხვადასხვა ენას დაეუფლა.[36] 1957 წელს, როცა კალიფსოს პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ენჯელოუმ პირველი ალბომი Miss Calypso ჩაწერა, რომელიც 1996 წელს CD-ის სახით აღადგინეს.[33][37][38] იმავე წელს ენჯელოუ გამოჩნდა ფილმში კალიფსოს ცხელი ტალღა, რომელშიც საკუთარი კომპოზიციები შეასრულა.[37][37][39]

ენჯელოუ 2011 წელს ბარაკ ობამას მიერ ჯილდოვდება თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით

1959 წელს ენჯელოუმ რომანისტი ჯონ ოლივერ კილენსი გაიცნო, რომლის თხოვნითაც, სამწერლო მოღვაწეობაზე კონცენტრირების მიზნით ნიუ-იორკში გადავიდა. იგი ჰარლემის მწერალთა გილდიას შეუერთდა, სადაც აფრო-ამერიკელი ავტორები გაიცნო, მათ შორის ჯონ ჰენრიკ კლარკი, როზა გაი, პოლ მარშალი და ჯულიან მეიფილდი. 1960 წელს, მას შემდეგ, რაც ენჯელოუმ სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი გაიცნო და მისი სიტყვით გამოსვლა მოისმინა, ჯონ კილენსთან ერთად სამხრეთელ ქრისტიანთა ხელმძღვანელობის კონფერენციის ხელშეწყობის მიზნით მან „ლეგენდარული“[40] კაბარე თავისუფლებისთვის დააარსა. იგი აგრეთვე კონფერენციის ჩრდილოელი კოორდინატორი გახდა. ამ პერიოდში ენჯელოუმ ფიდელ კასტროს მხარდაჭერა და აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.[41] მეცნიერი ლიმენ ჰეგენის თანახმად, სამოქალაქო უფლებებში ენჯელოუს წვლილი წარმატებული და მაღალეფექტური იყო.[42]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  2. Page Y. W. Encyclopedia of African American Women WritersWestport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
  3. Smith J. C. Notable Black American Women
  4. BlackPast.org — 2004.
  5. https://www.womenofthehall.org/inductee/maya-angelou/
  6. https://www.ccny.cuny.edu/lhf/medallion-recipients
  7. https://www.naacp.org/awards/spingarn-medal/winners/
  8. https://www.grammy.com/grammys/awards/38th-annual-grammy-awards-1995
  9. https://www.grammy.com/grammys/awards/45th-annual-grammy-awards-2002
  10. http://www.marianandersonaward.org/#/index.php/past-honorees/maya-a-and-norman-l/
  11. https://www.c-span.org/video/?298028-2/2010-medal-freedom-recipients
  12. http://www.nationalbook.org/literarian.html
  13. Member Profile – Horatio Alger Association
  14. https://www.arblackhalloffame.org/honorees/1993/angelou/
  15. North Carolina Awardsროლი: North Carolina Department of Natural and Cultural Resources. — ტ. 1987.
  16. https://www.spelman.edu/docs/honorary-degrees/honorary-degree-recipients---1977-present---as-of-november-2022---revised-(012023).pdf?sfvrsn=f4347e51_2
  17. American National Biography — 1999.
  18. The New York Times. Whose Honor Is It, Anyway.
  19. Angelou (1969), gv. 67.
  20. Braxton (1999). Maya Angelou's I Know Why the Caged Bird Sings: A Casebook. Oxford University Press, გვ. 121. ISBN 978-0-19-511607-6. 
  21. Maya Angelou I Know Why the Caged Bird Sings. World Book Club. BBC World Service.
  22. Gillespie et al., გვ. 22.
  23. Gillespie et al., გვ. 22.
  24. Angelou (1969), გვ. 13.
  25. Gillespie et al., გვ. 23.
  26. Lupton, გვ. 15.
  27. Gillespie et al., p. 28.
  28. Brown, DeNeen L.. (2014) Why Maya Angelou wanted to become a street car conductor. The Washington Post.
  29. Fernandez, Lisa (2014). „Maya Angelou Was 1st Black, Female San Francisco Street Car Conductor“. NBC.
  30. Hagen, p. xvi.
  31. Gillespie et al., pp. 29, 31.
  32. Powell, Dannye Romine (1994). „Maya Angelou“, Parting the Curtains: Interviews with Southern Writers. Winston-Salem, North Carolina: John F. Blair Publisher, გვ. 10. ISBN 978-0-89587-116-9. 
  33. 33.0 33.1 Angelou (1993), p. 95.
  34. Gillespie et al., pp. 36–37.
  35. Gillespie et al., p. 38.
  36. Hagen, pp. 91–92.
  37. 37.0 37.1 37.2 Miller, John M.. Calypso Heat Wave. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-12. ციტირების თარიღი: 2021-03-11.
  38. Gillespie et al., p. 48.
  39. Angelou (2008), p. 80.
  40. Als, Hilton (2002). „Songbird: Maya Angelou takes another look at herself“. The New Yorker.
  41. Gillespie et al., p. 57.
  42. Hagen, p. 103.

Read other articles:

Ada usul agar Kelopak elektron diganti judulnya dan dipindahkan ke Kulit elektron (Diskusikan). Halaman ini berisi artikel tentang orbit elektron. Untuk kulit valensi, lihat Elektron valensi. Tabel periodik dengan kulit elektron Dalam kimia dan fisika atom, kelopak elektron atau kulit elektron dapat dianggap sebagai orbit yang dilalui elektron di sekitar nukleus atom. Kulit yang paling dekat dengan nukleus disebut kulit 1 (juga disebut kulit K), diikuti oleh kulit 2 (atau kulit L), kemudi...

 

Bupati DharmasrayaPetahanaSutan Riska Tuanku Kerajaansejak 26 Februari 2021Masa jabatan5 tahun (definitif)Dibentuk2004Pejabat pertamaMarlon MartuaSitus webPemkab Dharmasraya Berikut ini adalah daftar Bupati Dharmasraya sejak pemerintahan resmi berjalan pada 10 Januari 2004.[1] No Bupati Mulai Menjabat Selesai Menjabat Periode Ket. Wakil Bupati * Ahmad Munawar 10 Januari 2004 14 Mei 2004 * Penjabat Bupati[2][3] Meninggal dunia saat menjabat lowong * Asrul Syukur 14...

 

Lambang Val-d'Oise Val-d'Oise ialah sebuah departemen di Prancis yang dinamai menurut Sungai Oise, terletak di region Ile-de-France. Sejarah Val-d'Oise diciptakan saat bekas departemen Seine dan Seine-et-Oise terpecah menjadi 6 departemen pada 1968. Kotamadya terbesar Secara menurun, kotamadya di Prancis (lebih dari 25.000 jiwa per sensus 1999) ialah: Argenteuil, Sarcelles, Cergy, Garges-lès-Gonesse, Franconville, Ermont, Pontoise, Goussainville, Bezons, Villiers-le-Bel, Taverny, dan Sannois...

Hon Hai Precision Industry Co. Ltd.鴻海科技集團Nama dagangFoxconn Technology Group 富士康JenisPublikKode emitenTemplat:TseLSE: HHPDISINTW0002317005IndustriElektronikDidirikan20 Februari 1974; 50 tahun lalu (1974-02-20) (sebagai Hon Hai Precision Industry Co., Ltd.)PendiriTerry GouKantorpusatDistrik Tucheng, New Taipei, TaiwanWilayah operasiSeluruh duniaTokohkunciYoung Liu(Chairman dan Presiden)ProdukElektronik, komponen elektronik, PCB, komponen PCB, chip komputer.JasaJasa manuf...

 

Michel Vauzelle Michel Vauzelle en 2012. Fonctions Président du conseil régional de Provence-Alpes-Côte-d'Azur 23 mars 1998 – 31 décembre 2015(17 ans, 9 mois et 8 jours) Élection 23 mars 1998 Réélection 2 avril 200426 mars 2010 Prédécesseur Jean-Claude Gaudin Successeur Christian Estrosi Député français 17 juin 2007 – 20 juin 2017(10 ans) Élection 17 juin 2007 Réélection 17 juin 2012 Circonscription 16e des Bouches-du-Rhône Législature XIe (Cinquième...

 

Historic garden cemetery in Atlanta, Georgia, United States For other places with the same name, see Oakland Cemetery (disambiguation). United States historic placeOakland CemeteryU.S. National Register of Historic Places Oakland Cemetery with the Atlanta skyline in the backgroundShow map of AtlantaShow map of GeorgiaShow map of the United StatesLocation248 Oakland Avenue, SE, Atlanta, GeorgiaCoordinates33°44′55″N 84°22′17″W / 33.74861°N 84.37139°W / 33.748...

The Ancestor's Tale PengarangRichard DawkinsSubjekEvolutionary biologyPenerbitBoston: Houghton MifflinTanggal terbit2004Halaman673ISBNISBN ISBN 0-618-00583-8 Invalid ISBNDidahului olehA Devil's Chaplain Diikuti olehThe God Delusion  The Ancestor's Tale (subjudul A Pilgrimage to the Dawn of Life) adalah buku ilmu pengetahuan populer yang diterbitkan pada tahun 2004 dan ditulis oleh Richard Dawkins, dengan kontribusi oleh asisten Dawkins, Yan Wong. Buku ini me...

 

Katchal adalah pulau di Kepulauan Nikobar, India. Pulau ini memiliki luas sebesar 174.4 km². Pulau ini terletak 1600 km dari daratan India dan 305 km dari Port Blair. Katchal awalnya disebut Tihnyu. Referensi http://police.and.nic.in/katchal.htm Diarsipkan 2009-04-09 di Wayback Machine. http://www.and.nic.in/shelterP/katchalmap.htm http://tourism.andaman.nic.in/tourop.htm Diarsipkan 2012-04-22 di Wayback Machine. http://books.google.co.in/books?id=Fk8FQa2ZSFQC&pg=PA1018&am...

 

Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Associazione Sportiva Dilettantistica Gallaratese. Società Ginnastica GallarateseStagione 1950-1951Sport calcio Squadra Gallaratese Allenatore Rino Lattuada Presidente Giuseppe Guenzani Serie C7º posto nel girone A. 1949-1950 1951-1952 Si invita a seguire il mo...

Brazilian footballer In this Portuguese name, the first or maternal family name is Alves and the second or paternal family name is Araújo. Réver Réver playing for Internacional in 2015Personal informationFull name Réver Humberto Alves de Araújo[1]Date of birth (1985-01-04) 4 January 1985 (age 39)Place of birth Ariranha, BrazilHeight 1.92 m (6 ft 4 in)[2]Position(s) Centre-backYouth career2003–2004 PaulistaSenior career*Years Team Apps (Gls)2004�...

 

For the defunct low-power television translator station (channel 5) licensed to Evansville, Indiana, United States, see WIKY-LP. This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: WIKY-FM – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2008) (Learn how and when to remove this message) Radio station in Evansville, IndianaWIKY-FMEvansville, IndianaBroadca...

 

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字が含まれています(詳細)。 数字の大字(だいじ)は、漢数字の一種。通常用いる単純な字形の漢数字(小字)の代わりに同じ音の別の漢字を用いるものである。 概要 壱万円日本銀行券(「壱」が大字) 弐千円日本銀行券(「弐」が大字) 漢数字には「一」「二」「三」と続く小字と、「壱」「�...

Thailand op de Olympische Spelen Land Thailand IOC-landcode THA NOC Olympic Committee of Thailand(th) externe link Olympische Winterspelen 2014 in Sotsji Vlaggendrager Kanes Sucharitakul (opening en sluiting) Aantal deelnemers 2 Aantal disciplines 1 Medailles goud0 zilver0 brons0 totaal0 Thailand op de Zomerspelen 1952 · 1956 · 1960 · 1964 · 1968 · 1972 · 1976 · 1980 · 1984 · 1988 · 1992 · 1996 · 2000 · 2004 · 2008 · 2012 · 2016 · 2020 · 2024 Thailand op de Winterspel...

 

 烏克蘭總理Прем'єр-міністр України烏克蘭國徽現任杰尼斯·什米加尔自2020年3月4日任命者烏克蘭總統任期總統任命首任維托爾德·福金设立1991年11月后继职位無网站www.kmu.gov.ua/control/en/(英文) 乌克兰 乌克兰政府与政治系列条目 宪法 政府 总统 弗拉基米尔·泽连斯基 總統辦公室 国家安全与国防事务委员会 总统代表(英语:Representatives of the President of Ukraine) 总...

 

Election to the 30th Dáil This article is about the general election in the Republic of Ireland. For the assembly election in Northern Ireland, see 2007 Northern Ireland Assembly election. 2007 Irish general election ← 2002 24 May 2007 2011 → ← outgoing memberselected members →166 seats in Dáil Éireann[a]84 seats needed for a majorityTurnout67.0% 4.4pp   First party Second party Third party   Leader Bertie Ahern Enda Kenny Pat R...

1947 US bomber aircraft family B-45 Tornado Static display of RB-45C, AF Ser. No. 48-037 Role Strategic bomberType of aircraft National origin United States Manufacturer North American Aviation First flight 17 March 1947 Introduction 22 April 1948 Retired 1959 Status Retired Primary users United States Air ForceRoyal Air Force Number built 143 The North American B-45 Tornado was an early American jet bomber designed and manufactured by aircraft company North American Aviation. It has the...

 

此條目没有列出任何参考或来源。 (2012年2月7日)維基百科所有的內容都應該可供查證。请协助補充可靠来源以改善这篇条目。无法查证的內容可能會因為異議提出而被移除。 伊凡一世 伊凡一世·丹尼洛维奇(钱袋)(Ива́н I Дани́лович Калита́,1288年—1340年3月31日),是莫斯科大公(约1325年-1340年3月31日在位),亚历山大·涅夫斯基幼子丹尼尔·亚历山德罗维奇�...

 

Science of the geographic distribution of animal species Zoogeographic regions of Wallace, 1876 Zoogeography is the branch of the science of biogeography that is concerned with geographic distribution (present and past) of animal species.[1] As a multifaceted field of study, zoogeography incorporates methods of molecular biology, genetics, morphology, phylogenetics, and Geographic Information Systems (GIS) to delineate evolutionary events within defined regions of study around the glo...

  「电话番号」重定向至此,您可能想尋找頁面番号。 現代電話包含「*」和「#」 電話號碼是一連串數字的組合,一組號碼對應一個電話線,如要撥打至另一方,只需撥對方的對應號碼組合。在電話號碼剛開始使用時,號碼較短,大約只有兩三個數字,也只能撥打給附近的電話用戶,逐漸地,電話系統越趨發達,涵蓋範圍達全球,電話號碼也相對增長,也可包括「*」...

 

American legislative district New Hampshire's 9thState Senate districtSenator  Denise RicciardiR–Bedford Registration34.4% Republican29.9% Democratic35.5% No party preferenceDemographics94.0% White0.4% Black2.2% Hispanic1.8% AsianPopulation (2019) • Citizens of voting age56,632[1][2]43,289 New Hampshire's 9th State Senate district is one of 24 districts in the New Hampshire Senate. It has been represented by Republ...