მათე — საკუთარი სახელი. წარმოიშვა ძველი ებრაულიდან. ნიშნავს „ღვთის კაცს“, „ღვთის ძღვენს“, „ღვთის ნიჭს“. ფართოდ გავრცელებული ბიბლიური სახელია, ერქვა ერთ-ერთ მახარობელს, ქრისტეს მოციქულს, მათე მახარობელს. მნიშვნელობის მხრივ მას შეიძლება შევადაროთ ებრაული „ნათან“, ბერძნული „თევდორე“ და „დოროთე“, სლავური „ბოგდან“. მათე-საგან ნაწარმოებია გვარები: მათეშვილი, მათეიშვილი, მათიაშვილი, მათიკაშვილი.