მადეირა — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის უმსხვილესი შენაკადი. წარმოიქმნება ბოლივია-ბრაზილიისსაზღვარზე მდინარეების - მამორესა და ბენის შერწყმის შედეგად. მასზე გადის ამ ორი ქვეყნის საზღვრის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი. შემდეგ სვლას აგრძელებს ბრაზილიის შტატების, რონდონიისა და ამაზონასის ტერიტორიებზე, რის შემდეგაც უერთდება ამაზონს. მისი სიგრძე 3 230 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 1 158 000 კმ².
მადეირას წყლის დონეს სეზონურობის მიხედვით 12 მეტრით იცვლება. მაქსიმალურ დონეს ოქტომბერ-მაისში აღწევს. ქალაქ პორტუ-ველიუს შემდეგ ის სანაოსნოა. მდინარეში ბინადრობენ ამაზონის დელფინები.
2007 წელს, ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ მადეირაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას აპირებს.