მადაგასკარი აღმოცენებულია უძველესი გონდვანისკონტინენტისგან. მისი დასავლეთი სანაპირო ზოლი ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც აფრიკა გამოეყო გონდვანის კონტინენტს 135 მილიონი წლის წინ. მადაგასკარი საბოლოოდ მოწყდა ინდოეთს 88 მილიონი წლის წინ.[2]
მადაგასკარის ტერიტორია იყოფა ხუთ გეოგრაფიულ რეგიონად: აღმოსავლეთი სანაპირო, ცარატანის მასივი, ცენტრალური ზეგანი, დასავლეთი სანაპირო და სამხრეთ-დასავლეთი. კუნძულზე საკმაოდ ბევრი მდინარე მიედინება, რომლებიც მეტწილად ინდოეთის ოკეანის აუზს განეკუთვნებიან.
↑ 1.01.1Bureau of African Affairs. (3 May 2011) Background Note: Madagascar. U.S. Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 24 August 2011.