მაგენ დავიდ ადომის ორგანიზაცია 1930 წელს იქნა შექმნილი მედდა კარენ ტენენბაუმის მიერ, როგორც მოხალისე ასოციაცია ერთი განყოფილებით თელ-ავივში. მომდევნო განყოფილებების იერუსალიმში და ჰაიფაში გახნის შემდეგ ის ხუთ წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, მისი სამედიცინო მომსახურება ვრცელდებოდა მთელს საზოგადოებაზე არა მარტო ებრაელებზე, არამედ არაბებზეც (მუსლიმები, დრუზები და ქრისტიანები). 1950 წლის 12 ივლისს, კნესეთმა გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით მდა ოფიციალურად გახდა ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო დამხარების ეროვნული სამსახური[2]. მაგენ დავიდის კომპეტენცია მოიცავს პირველადი დახმარების გაწევას, სისხლის და პლაზმის მარაგის შენახვას, ინსტრუქციებს პირველადი დახმარებისა და პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების მედიცინაში, პაციენტების ტრანსპორტირებას და ავტოკატასტროფებში დაღუბპულთა, შემთხვევის ადგილიდან გამოყვანას, ექიმების, მედდების და დამხმარე პერსონალის ტრანსპორტირებას.
მოხალისეები
მაგენ დავიდ ადომის პერსონალი ძირითად მოხალისეებისგან შედგება და დაახლოებით 10 000-ზე მეტი ადამიანი მოხალისეობს, რომელნის ყოველ წელს 1 მილიონზე მეტ კაც/სთ-ს ხარჯავენ. მინიმალური ასაკი მაგენ დავიდ ადომის საბაზისო პირველი სადამხმარებლო კურსების გასავლელად და მოხალისედ გასახდომად არის 15 წელი[3].