1659-1839 წლებში ლუქსემბურგის დაყოფა სამჯერ მოხდა. ამ სამი დაყოფის შედეგად ლუქსემბურგის ტერიტორია 10,700 კმ²-დან 2,586 კმ²-მდე შემცირდა. წართმეული ტერიტორიები დღეს ბელგიის, საფრანგეთის და გერმანიის შემადგენლობაში შედის.
სამივე მეზობელ ქვეყანას ჰქონდა ლუქსემბურგის ანექსიის მცდელობა ასევე საპირისპიროდ იყო მოძრაობა ისტორიულად დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად თუმცა არცერთი დასრულდა წარმატებით.
ამ ცვლილებით ლუქსემბურგმა დაკარგა 2,280 კმ². პრუსიას გადაეცა შემდეგი ქალაქები: ნოიერბურგი, სენ-ვიტი, შლაიდენი და ვაკსვაილერი. მთლიანოვბაში ამ ტერიტორიების მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 50.000 ადამიანს.[1] ეს ტერიტორიები დღეს შედის როგორც გერმანიის ასევე დანიის საზღვრებში, რადგან ეიპენ-მანმედი გერმანიამ ბელგიას 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულებით გადასცა.
ტერიტორიის ყველაზე დიდი დანაკარგი გამოიწვია ლონდონის ხელშეკრულება1839 წლის ხელშეკრულებამ. ბელგიის რევოლუციის პერიოდში ლუქსემბურგელები შეუერთდნენ აჯანყებულებს და თითქმის მთლიან დიდ საჰერცოგოზე აიღეს კონტროლი. მოლაპარაკებების შედეგად ლუქსემბურგი ტერიტორია გაიყო ბელგიასა და ნიდერლანდს შორის, რის შედეგადაც ლუქსემბურგმა დაკარგა დასავლეთი ნაწილი. მათ შორის:არლონი, ობანჟი, ბასტონი, დიურბიუი, მარშ-ან-ფამენი, ნიუშატო და ვირტონი. ამ ტერიტორიისგან მოგვიანებით შეიქმნა ბელგიის პროვინცია ლუქსემბურგი. ტერიტორია რაც გადაეცა ბელგიას მთლიანობაში იყო 4,730 კმ.². იმ დროინდელი დიდ საჰერცოგოს 65%. იმ დორს ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა დაახლოებით 175,000 ადამიანი, რაც დღევანდელი ლუქსემბურგის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს.[2]
ლიტერატურა
Calmes, Christian (1989). The Making of a Nation From 1815 to the Present Day. Luxembourg City: Saint-Paul.
↑ 1.01.1Gardini, Fausto. The Two Luxembourg. Luxembourg American Cultural Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-13. ციტირების თარიღი: 2006-07-20.