კატერინა ლუსი ჰოკინგი[1] (ინგლ. Catherine Lucy Hawking; დ. 2 ნოემბერი, 1969)[2] — ინგლისელი ჟურნალისტი, ნოველისტი, განმანათლებელი და ქველმოქმედი. იგი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის და მწერლის, ჯეინ ჰოკინგის ქალიშვილია. ცხოვრობს ლონდონში,[3] და ცნობილია როგორც საბავშვო ნოველისტი და სამეცნიერო სფეროში, განმანათლებელი.
ადრეული ცხოვრება
ლუსი ჰოკინგი დაიბადა 1969 წლის 2 ნოემბერს, ინგლისში. არის სტივენ და ჯეინ ჰოკინგის ქალიშვილი. ჰყავს ორი ძმა, რობერტი და ტიმოთე ჰოკინგი. გაიზარდა კემბრიჯში, ბავშვობის რამდენიმე წელი გაატარა კალიფორნიაში. სწავლობდა „სტივენ პერსის ფონდში“.
ჰოკინგმა ფრანგული და რუსული ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა. სწავლისას მან დრო მოსკოვში დაჰყო, რათა რუსულის შესწავლაზე უფრო ფოკუზირებულიყო. შემდგომ შეისწავლა საერთაშორისო ჟურნალისტიკა ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტში.
პირადი ცხოვრება
ჰოკინგი 1998 წელს, ალექს სმიტზე დაქორწინდა. წყვილი 2004 წელს განქორწინდა.[4] მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი, უილიამი (დაბადებული 1997), რომელიც დაავადებულია აუტიზმით.
სქოლიო