ლურჯფეხა აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius cyanopus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა (მაროკო) და ჩრდილოეთ ამერიკას (აშშ).[1]
საჭმელი სოკოა. იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერეს ლუი სეკრეტანტმა და ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[2]
აღწერა
ქუდის დიამეტრი — 6-10 სმ, ნახევარსფეროსებრი, შემდგომში — ბრტყლად ამობურცული, ცენტრში ბლაგვი. მურა-მონაცრისფრო მოწითალო ელფერით, მოგვიანებით იისფერ-წითურ-ყავისფერი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები იისფერი ან ღია ნაცრისფერია, მოგვიანებით ყავისფერდება.
ფეხის სიგრძე — 5-10 სმ, სიგანე — 1-2 სმ. ძირში ბოლქვისებრი, თავიდან ლურჯი ფერისაა, შემდგომში — თეთრი. ფეხის ზედა მხარეს გააჩნია ლურჯი საყელო.
სპორები — ნუშის ფორმის, ზედაპირი დაწინწკლული, 9-14x5-7 მკმ.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Cortinarius cyanopus. Discover Life. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022.
- ↑ Secr. ex Fr. (1838) , In: Epicr. syst. mycol. (Upsaliae):258