ლუკა მთიბელაშვილი (დ. 1927) — ქართველი პოეტი. დაიბადა ლაფანყურში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა 4 კლასი და დაიწყო შრომითი საქმიანობა კოლმეურნეობაში. ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას ვერ აქცევდა. 1973 წლიდან მესამე ჯგუფის ინვალიდად ითვლებოდა. მალე მხედველობა დაუქვეითდა და 1980 წლიდან სრულიად დაეკარგა. თუმცა, იგი ჯერ ზეპირად თხზავდა ლექსებს, შემდეგ კი კარნახობდა ჩასაწერად. ზეპირად იცოდა არა მხოლოდ თავისი ლექსები, არამედ ბევრი ხალხური ლექსიც და ვაჟა-ფშაველას თითქმის ყველა პოემა.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში