ლუკა — ბერძნული სახელი. ეს სახელი მოდის ლუკა მახარებელისგან, რომელიც მახარობელი იყო. ინგლისურ ენაში ლუკა გვხვდება როგორც Luke, ბერძნულში კი Λουκᾶς ანუ ლუკას. ლათინური ლუქს („სინათლე“) სიტყვა ნათესაობით ბრუნვის ფორმით (ლუკის — „სინათლისა“, „ნათლისა“) ქცეულია საკუთარ სახელად ბერძნულში, სადაც გვხვდება ლუკას, აქედან კი იგი სხვადასხვაგვარი ფონეტიკური სახეცვლილებით შედის მრავალი ქრისტიანი ხალხის ანთროპონიმში.[1]
სქოლიო