ლუისა გონსალესი (ესპ. Luisa González; დ. 22 ნოემბერი, 1977, კიტო, ეკვადორი) — ეკვადორელი პოლიტიკოსი და სამართალმცოდნე. 2021 წელს აირჩიეს ეკვადორის ეროვნული ასამბლეის წევრად მანაბის პროვინციიდან. 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი,[1] რომელმაც პირველ ტურში დააგროვა ხმების 33,61 % და დაიკავა პირველი ადგილი.[2]
2007-2017 წლებში, რაფაელ კორეს მთავრობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. პოლიტიკაში მოსვლამდე მუშაობდა ეკვადორის გენერალურ მრჩევლად ესპანეთში, რაფაელ კორეას მთავრობის საჯარო მმართველობის მდივანია 2017 წლის იანვრიდან მაისამდე. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ტურიზმის სამინისტროში ამავე მთავრობაში.
2023 წლის ივნისში წამოაყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, გილერმო ლასოს წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტიდან ერთი თვის შემდეგ.[3] საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც გაიმართა 20 აგვისტოს, დაიკავა პირველი ადგილი და ოქტომბერში მეორე ტურში მას კონკურენციას გაუწევს დანიელ ნობოა.[4]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო