ლუი პასტერის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და დიმიტრი უზნაძის ქუჩას შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. მისი პირვანდელი სახელია აფთიაქის ქუჩა, სწორედ ამ სახელითაა დატანილი თბილისის 1876 წლის გეგმაზე. 1902 წელს სამედიცინო საზოგადოების ინიციატივით, ეწოდა ლუი პასტერის ქუჩა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. ამ მიდამოებში იყო პასტერიზაციის დისპანსერი.
ლიტერატურა