ლორის პლატო, ლორის ვაკე, ლორის ქვაბული (სომხ. Լոռվա սարահարթ) — პლატო სამხრეთ-დასავლეთ სომხეთში. გაწოლილია სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის საზღვრის გასწვრივ. შექმნილია ლავური საფრით, რომელიც გარშემორტყმულია ლოქის, ჯავახეთისა და ბაზუმის ქედებით. სიმაღლე 1550-1700 მ-მდე, სიგრძე 30 კმ, სიგანე 18 კმ. ლორის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს პატარა ტბა ეტიკი. ქვაბულის ფარგლებშია ქალაქი ტაშირი. გაბატონებულია მთა-ველის ლანდშაფტი. მოჰყავთ მარცვლეული, შაქრის ჭარხალი, თამბაქო.
ლიტერატურა