ლომონოსოვი (რუს. Ломоносов, გერმ. Oranienbaum, ფინ. Kaarosta, Rampova, 1948 წლამდე — ორანიენბაუმი) — ქალაქი რუსეთში, ფედერალური მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის შემადგენლობაში, პეტროდვორცოვის რაიონში. ქალაქი წარმოადგენს ლომონოსოვის რაიონის ცენტრს. მდებარეობს ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე, მდინარე კარასტის შესართავთან. 1710 წელს დაარსდა, როგორც ალექსანდრ მენშიკოვის ქალაქგარეთა რეზიდენცია, ხოლო ქალაქის სტატუსი 1780 წელს მიიღო.
ქალაქში მდებარეობს XVIII საუკუნის სასახლის საპარკო კომპლექსი „ორანიენბაუმი“. ლომონოსოვი დაჯილდოებულია სამამულო ომის ორდენით და ქალაქს „სამხედრო დიდების ქალაქის“ წოდება აქვს[2][3]. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული რაიონები: მორდვინოვკა, წითელი გარეუბანი, კრონშტადტის კოლონია ოლგინის არხი[4].
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო