2012 წლის ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები - ლიეტუვის სეიმის რიგით მეცამეტე არჩევნები, რომელიც გაიმართა 2012 წლის 14-სა და 28 ოქტომბერს. არჩევნების პარალლურად ტარდებოდა რეფერენდუმი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.
სეიმის 141 წევრიდან 71 აირჩეოდა მაჟორიტარული, ხოლო 70 პროპორციული წესით. პროპორციულ არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა „ლიეტუვის ლეიბორისტულმა პარტიამ“, რომელმაც ხმათა 20% მიიღო, თუმცა ჯამური შედეგებით სეიმის ყველაზე მეტი მანდატი მიიღო „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“.[1] სულ 8 საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა საპარლამენტო მანდატების მიღება.
სქოლიო