ტბა მდებარეობს ცენტრალური ჩილეს სამხრეთ ნაწილში. ანდების დასავლეთ მთისწინეთის კალთებზე, ზღვის დონიდან 51 მეტრზე. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ვულკანები ოსორნო (სიმაღლე 2652 მ) და კალბუკო (2003 მ). ლიანკიუეს ტბა მყინვარული წარმოშობისაა. ფართობი 740 კმ². უდიდესი სიღრმე 108 მ.