ლია სტურუა (დ. 15 მაისი, 1939) — ქართველი პოეტი. გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
ბიოგრაფია
ლია სტურუა დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ კი სწავლა განაგრძო ასპირანტურაში და 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში“.
მუშაობდა უნივერსიტეტში — კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში — უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
დაქორწინდა მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელზე, ჰყავს ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი.
1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.
პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ხეები ქალაქში“, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული — „ბედნიერი სიჩუმე“, „რძეში ჩავარდნილი ქვა“ (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.
1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.[1]
გალერეა
ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო