ლეოპოლდ ბუხი (გერმ. Christian Leopold Freiherr von Buch; დ. 26 აპრილი, 1774, შტოლპე — გ. 4 მარტი, 1853, ბერლინი) — გერმანელი გეოლოგი.
ლეოპოლდ ბუხი სწავლობდა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტთან სამთო აკადემიაში, რომელსაც აბრაამ გოტლობ ვერნერი ედგა სათავეში. როგორც ვერნერის მოწაფე ემხრობოდა ნეპტუნიზმს, ხოლო შემდეგ ასეთი პოზიცია უარყო. დაამთავრა ფრაიბერგის სამთო აკადემია. ბერლინისა (1806) და პარიზის (1840) მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის (1832) საპატიო წევრი.
თავდაპირველად ბუხი თანამიმდევრული ნეპტუნისტი იყო, შემდეგ პლუტონისტებს მიემხრო. მან წამოაყენა კრატერების აზევების ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ყველა ამაღლება და ქედი შემოჭრილი მაგმითაა წარმოქმნილი. მთათწარმოშობის პროცესი ბუხს თითქმის წუთიერ მოვლენად მიაჩნდა, რაც კატასტროფების თეორიას შეესაბამებოდა. ბუხმა პირველმა დაასაბუთა, რომ ძველთან ერთად არსებობს ახალგაზრდა გრანიტებიც. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს პალეონტოლოგიაში, ასევე იურული ნალექების სტრატიგრაფიაში.
თხზულება
- Gesammelte Schriften, Bd 1—4, В., 1867—85.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
სქოლიო