ლევან ბერიკაშვილი |
---|
დაბადების სახელი |
ლევან ბერიკაშვილი |
---|
დაბადების თარიღი |
19 ნოემბერი, 1965 (1965-11-19) (59 წლის) |
---|
საქმიანობა |
მსახიობი |
ლევან ბერიკაშვილი (დ. 19 ნოემბერი, 1965) — ქართველი მსახიობი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1988 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ბეკინა ( „სამანიშვილის დედინაცვალი“ ), ლაერტი ( „ჰამლეტი“ ), ასტოლფო („ცხოვრება სიზმარია“), კონფუცი („საშობაო სიზმარი“), ვანგი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), ბენკო ( „მაკბეტი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლიმონა („საბრალდებო დასკვნა“), გელა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), იჩო, მურთაზ („ლამარა“), ტარტალია („ქალი გველი“), კლავდიუსი („ჰამლეტი“), ორსინო („როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ვლადიმირი („გოდოს მოლოდინში“).
ფილმოგრაფია
ნათამაშები როლები
რუსთაველის თეატრი
- დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“ (ბეკინე, კირილე მიმინოშვილი) რეჟ. გიზო ჟორდანია
- გეორგ ბიუხნერი „ლეონსი და ლენა“ (კარის დიდებული) რეჟ. ნანა კვასხვაძე
- უილიამ შექსპირი ,,ჰამლეტი” (ლაერტი, მსახიობი) რეჟ. გიზო ჟორდანია
- ანტონ ჩეხოვი „პალატა N6“ (ორმოცდამეჩვიდმეტე ) რეჟ. დავით ანდღულაძე
- მიხეილ ჯავახიშვილი ,,მუსუსი”, (ღინღილა) რეჟ. გიზო ჟორდანია
- პედრო კალდერონ დე ლა ბარკა „ცხოვრება სიზმარია“ (ასტოლფო) რეჟ. რობერტ სტურუა
- ჩარლზ დიკენსი „საშობაო სიზმარი“ ( კონფუცი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე
- ბერტოლტ ბრეხტი „სეჩუანელი კეთლი ადამიანი“ (ვანგი) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „მაკბეტი“ (ბენკო) რეჟ. რობერტ სტურუა
- ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“ (სიმონ ჩაჩავა) რეჟ. რობერტ სტურუა
- ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“ (ლიმონა) რეჟ. რობერტ სტურუა
- ლაშა თაბუკაშვილი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ (გელა) რეჟისორები რობერტ სტურუა, დავით ხინიკაძე
- გრიგოლ რობაქიძე „ლამარა“ (იჩო, მურთაზი) რეჟ. რობერტ სტურუა
- კარლო გოცი „ქალი-გველი“ (ტარტალია) რეჟისორები რობერტ სტურუა, დავით საყვარელიძე
- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (კლავდიუსი) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირო „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ (ორსინო) რეჟ. რობერტ სტურუა
- სემიუელ ბეკეტი „გოდოს მოლოდინში“ (დიდი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ზურაბ ანტონოვი „მზის დაბნელება საქართველოში“ (ოსეფა) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- სემიუელ ბეკეტი „პირველი სიყვარული“ (უასაკო კაცი) რეჟ. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
- მარკ ტვენი „უფლისწული და მათხოვარი“ (ჰუგო) რეჟ. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე
- მონაწილეა სპექტაკლებისა: „იაკობის სახარება“, „სტიქსი“
ჯილდოები
- 1996: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი;
- 1996: „მაკბეტი“, გრან-პრი „ოქროს ნიღაბი“, რუსთავის თეატრალური ფესტივალი;
- 1998: „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“, გრან-პრი, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბალტიისკი დომ“;
- 2003: „ჰამლეტი“, გრან-პრი ,,ოქროს ნიღაბი”, რუსთავის თეატრალური ფესტივალი.
რესურსები ინტერნეტში