ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ლეგენდა საგენეზე}}
საგენე ან საგენეი (ფრ.Royaume du Saguenay) — ლეგენდა ზღაპრულად მდიდარ ქვეყანაზე, რომელსაც საგენე(ი)ს სახელმწიფო ეწოდება. ეს ლეგენდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს კანადის ფრანგ მკვლევრებს კარგა ხნის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა . არსებობს საგანებზე თქმულების წარმოშობის რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთის მიხედვით, ინდიელ ტომებს — ალგონკინებს სწამდათ, რომ წმინდა ლავრენტის მდინარის ჩრდილოეთით, თანამედროვე კვებეკის რაიონში, არსებობდა ქერათმიანი ადამიანებით დასახლებული ზღაპრულად მდიდარი სახელმწიფო, სადაც ოქროს, ვერცხლისა და ბეწვეულის საწყობები იყო. ბელადი დონაკონიც, რომელიც 1530-იან წლებში ფრანგებმა დაატყვევეს და სამშობლოში ჩაიყვანეს, საფრანგეთის მეფეს უამბობდა ამ ადამიანთა სამეფოს შესახებ. ამ ქვეყნის ძებნას არა მხოლოდ ფრანგებმა ან ფრანგოკანადელმა მკვლევრებმა, არამედ, პორტუგალიელმა და ესპანელმა გეოგრაფებმაც ათწლეულები შეალიეს. თუმცა, ზოგიერთი მათგანის აზრით, ქერათმიანთა ეს უხვი სამეფო მდინარე ორინოკოს აუზში უნდა ყოფილიყო, თანამედროვე ვენესუელის ტერიტორიაზე. შესაძლოა, ეს ლეგენდა ფრანგული ვარიანტი იყოს ლეგენდარული ელდორადოსი, ინდიელებმა კი, ძუნწი დამპყრობნი უფრო ჩრდილოეთით გაიტყუეს რათა მამულები გადაერჩინათ. ჩრდილოეთში არაერთი ევროპელი გაუდგა გზას საგენების ქვეყნის საძებრად, მაგრამ, ბევრმა მათგანმა, მკაცრ ჰავასთან შეუგუებლოს გამო, უკან დაბრუნებაც კი ვერ მოახერხა.
თუმცა, ლეგენდა კვებეკში ნაყოფიერი ადგილების შესახებ, არც ისეთი დაუსაბუთებელი ჩანს, რადგან, მე-19 საუკუნეში ფრანგოკანადელებით დასახლებული ეს რაიონი, მართლაც უხვმოსავლიანია. დღესდღეობით კი კვებეკის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის.