ლაგუნა-კოლორადა (ესპ. Laguna Colorada — წითელი ტბა) — თავთხელი, მინერალების მაღალი შემცველობის ტბა ბოლივიის მაღალმთიანეთში. მისი ფართობი 60 კმ²-ია.
ტბა მოიცავს ბურას (მინერალი) კუნძულებს. მათი თეთრი ფერი ერწყმის ტბის წითელ წყალს, რომელიც განპირობებულია მინერალებითა და წყალმცენარეების პიგმენტაციით.
ლაგუნა-კოლორადა რამსარის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია რამსარის კონვენციის თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა 1971 წელს.[1]
ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ბინადრობს ჯეიმზის ფლამინგო (Phoenicoparrus jamesi).
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო