ლაგუნა-ბლანკა (ესპ.Laguna Blanca თეთრი ტბა) — ტბა ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 4 350 მეტრზე. მისი სიგრძე 5.6 კმ-ია, სიგანე 3.5 კმ, ხოლო მთლიანი ფართობი 10.9 კმ². ტბისდ წყალი თეთრი ფერისაა, რაც მასში მინერალების მაღალი კონცენტრაციითაა განპირობებული.
ლაგუნა-ბლანკა ვიწრო სრუტით უკავშირდება ლაგუნა-ვერდეს ტბას.