კუევა-დე-ლას-მანოსი, ხელების გამოქვაბული (ესპ. Cueva de las Manos) – გამოქვაბული არგენტინის სამხრეთ ნაწილში, მდინარე პინტურასის ხეობაში. ცნობილია არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მონაპოვრებით, რომელთაგან აღსანიშნავია კედელზე გამოსახული ადამიანის ხელის ფიგურები, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. IX ათასწლეულით. უკანასკნელი ნახატები შესრულებულია ძვ. წ. I ათასწლეულში. საღებავი, რომლითაც შესრულებულია ნახატები, ბუნებრივი წარმოშობისაა.
გარდა ხელებისა, გამოქვაბულის კედლებზე გამოსახულია ნადირობის სცენებიც.
1999 წელს გამოქვაბული შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში