კრისტინ ლაგარდი Christine Lagarde |
|
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი |
---|
ამჟამინდელი თანამდებობა |
---|
დაიკავა | 1 ნოემბერი, 2019 |
---|
წინამორბედი | მარიო დრაგი |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
5 ივლისი, 2011 – 12 სექტემბერი, 2019 |
წინამორბედი | დომინიკ სტროს-კანი |
---|
მემკვიდრე | კრისტალინა გეორგიევა |
---|
საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსებისა და მრეწველობის მინისტრი |
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
18 მარტი, 2008 – 30 ივნისი, 2011 |
პრეზიდენტი | ნიკოლა სარკოზი |
---|
პრემიერ-მინისტრი | ფრანსუა ფიიონი |
---|
წინამორბედი | ჟან-ლუი ბორლოო |
---|
მემკვიდრე | ფრანსუა ბარუენი |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
18 მაისი, 2007 – 18 მარტი, 2008 |
პრეზიდენტი | ნიკოლა სარკოზი |
---|
პრემიერ-მინისტრი | ფრანსუა ფიიონი |
---|
წინამორბედი | დომინიკ ბასერო |
---|
მემკვიდრე | მიშელ ბარნიე |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
2 ივნისი, 2005 – 18 მაისი, 2007 |
პრეზიდენტი | ჟაკ შირაკი |
---|
პრემიერ-მინისტრი | დომინიკ დე ვილპენი |
---|
წინამორბედი | ფრანსუა ლიოსი |
---|
მემკვიდრე | ან-მარი იდრაკი |
---|
|
დაბადებული | 1 იანვარი, 1956 პარიზი, საფრანგეთი |
---|
პოლიტიკური პარტია | კავშირი სახალხო მოძრაობისათვის |
---|
ხელმოწერა | |
კრისტინ მადლენ ოდეტ ლაგარდი[1] (ფრანგ. Christine Madeleine Odette Lagarde, დაბადებით ლალუეტი[1] (ფრანგ. Lallouette), დ. 1 იანვარი 1956, პარიზი, საფრანგეთი) — ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი 2019 წლის 1 ნოემბრიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი 2011-2019 წლებში. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრი 2008-2011 წლებში. საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრი 2007-2008 წლებში და საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი 2005-2007 წლებში.
ბიოგრაფია
კრისტინ ლაგარდი დაიბადა 1956 წლის 1 იანვარს პარიზში, უნივერსიტეტის ლექტორის ოჯახში. თავდაპირველად აირჩია სპორტული კარიერა, შედიოდა საფრანგეთის სინქრონული ცურვის ეროვნულ ნაკრებში, გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. მამის ადრეული გარდაცველების შემდეგ სპორტული კარიერა დაასრულა. 17 წლის ასაკშიი მიიღო გაცვლითი პროგრამა American Field Service-ის სტიპენდია და გაემგზავრა აშშ-ში ერთი წლით.
უმაღლესი განათლება მიიღო პარიზის ნანატერის უნივერსიტეტსა და ექს-ან-პროვანსის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.
1981 წლიდან მუშაობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კონსალტინგურ ფირმაში Baker & McKenzie-ში, ჩიკაგოში. აქ გაიკეთა კარიერა და 1999 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას. 2002 წელს Wall Street Journal Europe-მა შეიყვანა ევროპის საქმიანი ქალების ხუთეულში. 1995-2002 წლებში მუშაოიბდა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში, სადაც ერთ-ერთ კომისიას ხელმძღვანელობდა ზბიგნევ ბზეჟინსკისთან ერთად. 2005 წელს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა საკუთარი კარიერა შეეცვალა, დაბრუნებულიყო საფრანგეთში და დაკავებულიყო პოლიტიკით. 2005-2007 წლებში საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრია[2], 2007-2008 წლებში საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრი[3], 2008-2011 წლებში საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრი[4][5], პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კრისტინ ლაგარდმა განაცხადა: „თუკი საფრანგეთში ბენზინი ძვირია, მაშინ ფრანგებს მოუწევთ ველოსიპედებზე გადაჯდომა“. ჟურნალისტებმა იგი მარი ანტუანეტის შეადარეს, რომელმაც თავის დროზე თქვა ასეთი სიტყვები: „ხალხს არ აქვს პური? მაშინ ჭამონ ნამცხვრები“ და ლაგარდს უწოდეს „მადამ უტაქტობა“[6].
ჟურნალ Forbes-ის ვერსიით შედის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში, 2019 წლის დეკემბერში დაიკავა მეორე ადგილი რეიტინგში და ჩამორჩა მხოლოდ ანგელკა მერკელს[7][8]. თამაშობს ტენისს და არის ორი შვილის დედა.
სსფ-ის დირექტორ-განმკარგულებელი
2011 წლის 28 ივნისს აირჩიეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2011 წლის 5 ივლისიდან[9].
2016 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ მეორე ვადით აირჩია დირექტორ-განმკარგულებლის თანამდებობაზე[10]. 2019 წლის 16 ივლისს გამოაცხადა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თანამდებობა დატოვა 2019 წლის 12 სექტემბერს[11][12].
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი
2019 წლის 17 სექტემბრიდან ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კრისტინ ლაგარდის კანდიდატურას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე (394 მომხრე 206-ის წინააღმდეგ)[13][14].
2019 წლის 18 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე დაამტკიცეს თანამდებობაზე 8 წლით[15][16]. უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 2019 წლის 1 ნოემბერს.
ბრალდება
2015 წლის 17 დეკემბერს საფრანგეთის სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთAშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარსდგებოდა. ყოფილ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენდა ე. წ. „ტაპის საქმის“ ერთ-ერთ ფიგურას, რომელსაც ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი გულგრილობა და კორუფცია[17]. საქმე ეხებოდა ცნობილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ბერნარ ტაპის მიერ 1993 წელს, კომპანია Adidas-ის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას. გარიგების დადების მიზნით, შეიქმნა კონსორციუმი სახელმწიფო ბანკის Credit Lyonnais-ის ხელმძღვანელობით. გაყიდვის შემდეგ ტაპმა ბანკი დაადანაშაულა თაღლითობაში და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება. 2007 წელს ლაგარდის ინიციატივით საქმე გადაეცა არბიტრაჟს, რომლის გადაწყვეტილებით ტაპმა მიიღო 400 მლნ ევრო ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად. 2013 წელს კონსორციუმმა შეიტანა საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წინააღმდეგ. 2015 წელს საკასაციო სასამართლომ შეცვალა არბიტრაჟის გადაწყვეტილება და დეკემბრის დასაწყისში სასამართლომ დაადგინა, რომ ტაპს უნდა დაებრუნებინა 400 მლნ ევრო. გამოძიება ლაგარდს ადანაშაულებდა კრიმინალურ დაუდევრობაში, რამაც გამოიწვია სახელმწიფო სახსრების უკანონო გაფლანგვა და 400 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადახდა ბერნარდ ტაპისთვის. პროკურორი დაჟინებით მოითხოვდა ლაგარდის წინააღმდეგ გამოძიების დასრულებას. თავად ლაგარდი ბრალდებას უწოდებდა „სრულიად დაუსაბუთებელს“. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლაგარდი გააგრძელებდა უფლებამოსილების შესრულებას ორგანიზაციაში[18].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო