კოხედესი (ესპ. Estado Cojedes) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია სან-კარლოსი. მდებარეობს ცენტრალურ-დასავლეთ რეგიონში. მისი სახელი მომდინარებობს მდინარისგან, რაც ადგილობრივთა ენაზე ნიშნავს „სადაც ყველაფერი ხდება“. შტატის მთლიანი ფართობია 14 800 კმ². 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა 300 300 ადამიანს შეადგენს.
ეკონომიკური აქტივობის ძირითად დარგებს მიწათმოქმედება და მეცხოველეობა წარმოადგენს. მთავარი კულტურებია სიმინდი, იამი, სორგო, ბარდა, კასავა და მანგო. მეცხოველეობაში ლიდერობს მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და მეღორეობა.
შტატის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, გადმოსახლდნენ ორინოკოს რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი ამერიკელები, მათი მთავარი მიზანი კოლონიზაცია და ტაკარიგუის ტბის გარშემო ტერიტორიებთან ვაჭრობის გაბმა იყო.
1750 წელს ესპანელმა კირილო ბაუტისტამ დააარსა დასახლება სანტა-კლარა-დე-კარამაკატე. არეალის შესახებ ერთ-ერთ პირველ მოხსენებებს 1760 წელს წერს ეპისკოპოსი მარტი.
დამოუკიდებლობის შემდეგ კოხედესი შედიოდა კარაბობოს პროვინციის შემადგენლობაში.
მუნიციპალიტეტები
ადმინისტრაციულად შტატი იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| შტატები | | |
---|
| სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორიები | |
---|
|
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 OpenStreetMap — 2004.