კოსოვოს შუა საუკუნეების მონუმენტები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მოიცავს ოთხ სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მონასტრებსს. მონუმენტები წარმოადგენს აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ, ბიზანტიური და დასავლეთ რომანული საეკლესიო არქიტექტურის ნარევს პალეოლოგიური რენესანსის სტილში. ძეგლები მდებარეობს კოსოვოს კონფლიქტურ რეგიონში, რომელსაც სერბეთი თავის სამხრეთ პროვინციად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვომ 2008 წლის 17 თებერვალს თავის მხრივ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
2004 წელს, ვისოკი-დეჩანის მონასტერი მისი თვალსაჩინო, უნივერსალური ღირებულების გამო, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ორი წლის მოგვიანებით, ობიექტს დაემატა კიდევ სამი რელიგიური მონუმენტი და ამჟამად, მოიცავს შემდეგ ძეგლებს:
1996 წელს, უფრო ადრე, ვიდრე იუნესკო ამ ძეგლებს თავის სიაში შეიტანდა, ისინი გამოცხადებული ჰქონდა საფრთხის ქვეშ მყოფ მემკვიდრეობად, რაც გამოწვეული იყო რეგიონის პოლიტიკური არასტაბილურობიდან მომდინარე საფრთხეებით.[1].
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო