მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1949 წელს დაამთავრა ნ. ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში. 1964 წლიდან კოსმონავტთა რაზმშია. 1964 წლის 12-13 ოქტომბერს ვ. კომაროვსა და ბ. ეგოროვთან ერთად იფრინა კოსმოსში მრავალადგილიან ხომალდ „ვოსხოდ-1“-ით. იყო მეცნიერი თანამშრომელი. 16-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.
ჯილდოები და მედლები
ილო ლენინური პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებით და მედლებით.
ხსოვნა
მის საპატივცემულოდ მთვარის უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს უწოდეს ფეოქტისტოვი.