კონსტანტინე ნიკოლაევიჩი დაიბადა 1827 წლის 21 სექტემბერს ზამთრის სასახლეში, სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას (ქალიშვილობაში შარლოტა პრუსიელი) შუათანა ვაჟი. მამის მხრიდან იგი ეკატერინე II-ის შვილთაშვილი და იმპერატორ პავლე I-ის შვილიშვილი, ხოლო დედის გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I-ის დისწული და იმპერატორ ფრიდრიხ III-ის მამიდაშვილი იყო.
ცნობილია, რომ იგი თავისი ძმის, იმპერატორ ალექსანდრე II-ის თანამოაზრე იყო და მას მხარს უჭერდა რეფორმების გატარებაში. იგი ცნობილი ლიბერალი და ხელოვნების დიდი მფარველი იყო. 1845 წელს მანვე დააარსა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოება. 1854 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის საიმპერატორო ფლოტილიის რეფორმების გატარებაშიც.
1862-1863 წლებში დიდი მთავარი კონსტანტინე ნიკოლაევიჩი პოლონეთის მეფისნაცვლად იყო დანიშნული. როდესაც იმპერატორი ალექსანდრე მას ამ წოდებას აძლევდა, ცნობილია, რომ განაცხადა: „მოდი პოლონელებს თავიანთი სამეფო კარი და ინტრიგები ჰქონდეთ“. დიდმა მთავარმა პოლონელებს თავიანთი ლიბერალური შეხედულებების გაზიარება დაუწყოთ, მაგრამ მის რეფორმებს იქ მტრულად შეხვდნენ, რაც 1863 წლის იანვრის ამბოხებითა და მისი გადადგომით დამთავრდა.
1889 წელს დიდი მთავარ კონსტანტინეს ინსულტმა დაარტყა, რასაც სულ მალე მოჰყვა ინსულტის მეორე შეტევაც, რამაც მას მეტყველებისა და სიარულის უნარი დააკარგვინა. ამის გამო უკანასკნელი წლების განმავლობაში მთლიანად თავის ცოლზე გახდა დამოკიდებული. იგი სულ სამ წელიწადში, 1892 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა პავლოვსკის სასახლეში, 64 წლის ასაკში.
ქორწინება და შვილები
1848 წლის 11 სექტემბერს კონსტანტინემ ზამთრის სასახლეში იქორწინა პრინცესა ალექსანდრა საქსენ-ალტენბურგელზე, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:
სახელი
სურათი
დაიბადა
გარდაიცვალა
ზოგადი ცნობები
ნიკოლოზი
14 თებერვალი, 1850
სანქტ-პეტერბურგი,
რუსეთი
26 იანვარი, 1918
ტაშკენტი, უზბეკეთი
(67 წლის)
რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო ნადეჟდა ალექსანდროვნა ფონ დრეიერი,
რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი.
ოლღა
3 სექტემბერი, 1851
სანქტ-პეტერბურგი,
რუსეთი
18 ივნისი, 1926
რომი, იტალია
(74 წლის)
ცოლად გაჰყვა საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი,
შვილობილი, ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის ჰერცოგ ევგენის, რომელთანაც
შეეძინა სამი შვილი.
კონსტანტინე
22 აგვისტო, 1858
სანქტ-პეტერბურგი,
რუსეთი
15 ივნისი, 1915
სანქტ-პეტერბურგი,
რუსეთი
(56 წლის)
რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, პრინცესა ელიზაბეთ
საქსენ-ალტენბურგელი, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი.
დიმიტრი
13 ივნისი, 1860
სანქტ-პეტერბურგი,
რუსეთი
28 იანვარი, 1919
სანქტ-პეტერბურგი,
რუსეთი
(58 წლის)
რუსეთის დიდი მთავარი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
ვიაჩესლავი
13 ივლისი, 1862
სანქტ-პეტერბურგი,
რუსეთი
27 თებერვალი, 1879
სანქტ-პეტერბურგი,
რუსეთი
(16 წლის)
რუსეთის დიდი მთავარი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
გარდა ამისა, დიდ მთავარ კონსტანტინე ნიკოლაევიჩს თავისი ერთ-ერთი უცნობი საყვარლისაგან ჰყავდა ერთი უკანონო გოგონა, სახელად მარია კონდუსო. ამასთან, მას ხანგრძლივი რომანი ჰქონდა ანა კუზნეცოვასთან (1847-1922), რომლისგანაც ხუთი უკანონო შვილი ჰყავდა:
სერგეი კონსტანტინოვიჩ კნიაზევი (1873-1873), გარდაიცვალა ჩვილი;
მარინა კონსტანტინოვნა კნიაზევა (1875-1941), ცოლად გაჰყვა გენერალ პავლე იერშოვის ვაჟს, ალექსანდრე იერშოვს;
ანა კონსტანტინოვნა კნიაზევა (1878-1920), ცოლად გაჰყვა ნიკოლოზ ნიკოლაევიჩ ლიალინს, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, ცნობილი თეოლოგი კლემენტ ლიალინი;
იზმაილ კონსტანტინოვიჩ კნიაზევი (1879-1885), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ტიფით;
ლევ კონსტანტინოვიჩ კნიაზევი (1883-1885), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ტიფით;