ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
რუსეთ-საქართველოს 1992-1993 წ. ომის დროს მცირეწლოვანი კოტე დედასთან და უფროს დასთან ერთად ალყაშემორტყმული სოხუმიდან გაღწევას ცდილობდა. მისი მამა და უფროსი ძმა ამ დროს რუსებს და სეპარატისტებს ებრძოდნენ. კოტეს მამა და უფროსი ძმა სეპარატისტებმა და რუსებმა დახვრიტეს.
უკრაინელმა სამხედროებმა ქართველი სამოქალაქოების ეთნიკური წმენდისგან გადარჩენის მიზნით, 1993 წლის 11 ოქტომბერს წამოიწყეს სპეციალური საევაკუაციო ოპერაცია[1] და საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარჯზე 17 ვერტმფრენითა და 291 განხორციელებული ფრენი შედეგად გადაარჩინეს 7643 ქართველი. პარალელურად, უამრავი ქართველი ასევე გემებით იქნა გამოყვანილი. მათ შორის იყო კოტე ლაშხიაც. გადარჩენილი ბავშვი ოდესაში უკრაინულმა ოჯახმა შეიფარა და რამდენიმე თვის შემდეგ უკვე თბილისში გახიზნულ კოტეს ოჯახს დაუბრუნა. [2]
2014 წელს, მაშინ როდესაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო აგრესია დაიწყო, კოტე ლაშხია უკრაინაში დაბრუნდა რათა უკრაინელი ხალხისთვის დახმარებისთვის დახმარებით ეპასუხა. სიკვდილის წინ ცოტა ხნით ადრე თქვა:
უკრაინამ მე და დედაჩემს კიდევ ერთი შანსი მოგვცა და ახლა ჩემი სიცოცხლე მას ეკუთვნის. მე ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ახლა ჩემი წმინდა ვალია იგი დავიცვა.
კოტე ლაშხია 2015 წლის ივლისს დაიღუპა მარიუპოლში. მას, სიკვდილის შემდეგ, უკრაინისადმი თავდადების და სიყვარულის მედალი მიენიჭა.