ორიგინალური ანიმაციური ფილმის გაცოცხლებაზე მუშაობა დაიწყო 2010 წლის მაისში. 2013 წლის იანვრის ბოლოს, ბრანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც რეჟისორი გახდა, ხოლო სცენარის გადასასინჯად ალინე ბროშ მაკკენა დაიქირავეს. 2012 წლის ნოემბერში დაიწყო კასტინგი, ხოლო პირველი მსახიობი, რომელიც სამსახიობო ჯგუფს შეუერთდა იყო კეიტ ბლანშეტი. ძირითადი გადაღებები ინგლისში, ბუკინგემშირში, Pinewood Studios- ში დაიწყო 2013 წლის 23 სექტემბერს და დასრულდა 14 დეკემბერს.
კონკია-ს მსოფლიო პრემიერა შედგა 2015 წლის 13 თებერვალს, ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2015 წლის 13 მარტს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 27 მარტს სტანდარტული და IMAX ფორმატით Walt Disney Studios Motion Pictures-ის მხარდაჭერით. ფილმმა მთელი მსოფილის მასშტაბით 542 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასება მიიღო. ბევრმა მათგანმა შეაქო მსახიობების შესრულება (განსაკუთრებით ჯეიმსის, ბლანშეტისა და ბონემ კარტერის), ბრანას რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება, კოსტიუმების დიზაინი, საპროდიუსერო ფასეულობები და ორიგინალური ანიმაციური ფილმის ერთგულება. ფილმმა მიიღო ნომინაცია 88-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, კრიტიკოსთა არჩევანის 21-ე დაჯილდოებაზე და ბრიტანეთის აკადემიის 69-ე ფილმის ჯილდოებზე, ყველა მათგანზე კოსტიუმების დიზაინისთვის.
სამსახიობო ჯგუფი
ქეით ბლანშეტი - დედინაცვალი ასევე ცნობილი როგორც ლედი ტრემაინი
ლილი ჯეიმსი როგორც კონკია, ასევე ცნობილი როგორც ელა
2010 წლის მაისში ტიმ ბარტონისალისა საოცრებათა ქვეყანაში-ის მაღალშემოსავლიანობის შემდეგ, რომელიც 2010 წლის მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა და მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავ [2]Walt Disney Pictures-მა დაიწყო ახალ ფილმზე სახელწოდებით კონკია-ზე მუშაობა. ფილმი იქნებოდა ზღაპრის გაცოცხლებული ვერსია და დაფუძნებული იქნებოდა ალინ ბროშ მაკ-კენას სცენარზე.[3] 2011 წლის აგვისტოში მარკ რომანეკი დაიქირავეს რეჟისორად.[4] 2012 წლის 29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კრის ვეიცი მაკკენას სცენარში მცირე რედაქტირებებს შეიტანდა.[5][6] 2013 წლის იანვარში რომანეკმა დატოვა პროექტი შემოქმედებითი განსხვავებების გამო, რადგან იგი ისეთ ვერსიაზე მუშაობდა, რომელიც დისნეისგან განსხვავებულ ელემენტებს შეიცავდა. [7] იმავე თვის ბოლოს დისნეიმ მოლაპარაკებები გამართა კენეთ ბრანასთან რეჟისორის პოსტისათვის.[8][9]
ქეით ბლანშეტი იყო პირველი მსახიობი, ვინც კონტრაქტს ხელი მოაწერა და 2012 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ იგი ითამაშებდა ლედი ტრემაინის, კონკიას ბოროტი დედინაცვლის როლს.[10] 2013 წლის მარტში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ემა უოტსონთან კონკიას როლზე, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა.[11][12] უოტსონმა აირჩია ბელის როლის შესრულება დისნეის 2017 წლის ფილმში „მზეთუნახავი და მხეცი".[13] გაბრიელა უაილდი, სირშა რონანი, ალისია ვიკანდერი, ბელა ჰითკოტი და მარგო რობი ასევე განიხილებოდა კონკიას როლზე, მაგრამ მათგან არცერთი არ დამტკიცდა. [14]
2013 წლის 30 აპრილს ლილი ჯეიმსმა მიიღო მთავარი პესონაჟის როლი. [15][16] ერთი კვირის შემდეგ, რიჩარდ მადენი შეირჩა პრინცის როლზე, რომელსაც ფილმში კიტი დაარქვეს. [17] 2013 წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლიდეი გრეინჯერი და სოფი მაკშერა ფილმში კონკიას ორი ნახევარ-დის, ანასტასიასა და დრიზელას როლებს შეასრულებდნენ. [18][19] იმავე თვის შემდეგ, ჰელენა ბონემ კარტერი შეირჩა ზღაპრის ნათლიის როლში. [20] 2013 წლის აგვისტოში ჰეილი ატველი და ბენ ჩაპლინი შეუერთდნენ მსახიობებს კონკიას დედისა და კონკიას მამის როლის შესასრულებლად. [21] 2013 წლის სექტემბერში დადასტურდა, რომ სტელან სკარშგორდი შეასრულებდა დიდი ჰერცოგის როლს.[22] 2013 წლის 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დერეკ ჯაკობი აირჩიეს მეფის, პრინც კიტის მამის როლზე და ნონსო ანოზი კაპიტნის, პრინცის ერთგული მეგობრის როლზე.