კოლიმა — დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ჩრდილოეთ ამერიკაში. მდებარეობს მექსიკაში. 1576 წლიდან დღემდე, 40-ზე მეტჯერ ამოიფრქვა.
ვულკანის ერთი ნაწილი მდებარეობს მექსიკის კოლიმას შტატში, ხოლო მეორე ნაწილი ხალისკოს შტატში, ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მეხიკოდან 485 კმ-ით დასავლეთით და გვადალახარიდან 125 კმ-ით სამხრეთით. ვულკანური კომპლექსი ორ მწვერვალს მოიცავს: ნევადო-დე-კოლიმას (4330 მ) რომელიც ჩამქრალია და ვოლკან-კოლიმას (3860 მ). ისინი ერთმანეთისგან 5 კმ-თ არიან დაშორებულნი.
ბოლო მნიშვნელოვანი ამოფრქვევა, რომელიც უდიდესი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში, დაფიქსირდა 2005 წლის 8 ივნისს.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში