კოგნიტური ქცევითი თერაპია (CBT) — ფსიქო-სოციალური ინტერვენცია,[1][2] რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმპტომების შემცირებას, პირველ რიგში, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების.[3] CBT ყურადღებას ამახვილებს შემეცნებითი დამახინჯებების გამოწვევასა და შეცვლაზე (როგორიცაა აზრები, რწმენა და დამოკიდებულებები), მათთან დაკავშირებულ ქცევებზე, ემოციური რეგულაციის გასაუმჯობესებლად[2][4] და შეიმუშავებს პერსონალური დაძლევის სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია მიმდინარე პრობლემების გადაჭრისკენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავდაპირველად დეპრესიის სამკურნალოდ შეიქმნა, მისი გამოყენება გაფართოვდა და ახლა მოიცავს მრავალი მენტალური მდგომარეობის მკურნალობას, მათ შორისაა შფოთვა,[5][6]ნივთიერებების მოხმარების აშლილობა, ოჯახური პრობლემები და კვებითი აშლილობა.[7][8][9] CBT მოიცავს უამრავ კოგნიტურ ან ქცევით ფსიქოთერაპიას, რომლებიც მკურნალობენ განსაზღვრულ ფსიქოპათოლოგიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტექნიკისა და სტრატეგიების გამოყენებით.[10][11][12]
CBT არის სასაუბრო თერაპიის გავრცელებული ფორმა, რომელიც დაფუძნებულია ქცევითი და კოგნიტური ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპების ერთობლიობაზე.[2] ის განსხვავდება ფსიქოთერაპიის ისტორიული მიდგომებისგან, როგორიცაა ფსიქოანალიტიკური მიდგომა, სადაც თერაპევტი ეძებს არაცნობიერ მნიშვნელობას ქცევების მიღმა და შემდეგ აყალიბებს დიაგნოზს. ამის ნაცვლად, CBT არის "პრობლემებსა და მოქმედებაზე ორიენტირებული" თერაპიის ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გამოიყენება დიაგნოზირებულ ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული სპეციფიკური პრობლემების სამკურნალოდ. თერაპევტის როლი არის დაეხმაროს კლიენტს ეფექტური სტრატეგიების პოვნასა და აშლილობის სიმპტომების შემსუბუქებაში.[13] CBT ემყარება რწმენას, რომ აზროვნების დამახინჯება და არაადაპტირებადი ქცევები როლს თამაშობს მრავალი ფსიქოლოგიური აშლილობის[3] განვითარებასა და შენარჩუნებაში და რომ სიმპტომები და მასთან დაკავშირებული დისტრესი შეიძლება შემცირდეს ინფორმაციის გადამუშავების ახალი უნარებისა და დაძლევის მექანიზმების სწავლებით.[1][13][14]
მიმოხილვითმა კვლევებმა აჩვენა, რომ CBT ისეთივე ეფექტურია, როგორც ფსიქოაქტიური მედიკამენტები, დეპრესიის ნაკლებად მძიმე ფორმების,[15] შფოთვის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD),[16] ნივთიერებების მოხმარების დარღვევების, კვებითი აშლილობების და მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სამკურნალოდ.[17] ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ CBT ყველაზე ეფექტურია ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად და მკურნალობს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ძირითადი დეპრესიული აშლილობა.[18] CBT რეკომენდებულია, როგორც მკურნალობის პირველი ეტაპი ბავშვებში და მოზარდებში ფსიქოლოგიური აშლილობის უმრავლესობისთვის, მათ შორის აგრესიისა და ქცევითი აშლილობისთვის.[1][4] მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სხვა ბონა ფიდე(კეთილსინდისიერი) თერაპიული ჩარევები თანაბრად ეფექტური იყო მოზრდილებში გარკვეული მდგომარეობების სამკურნალოდ.[19][20]ინტერპერსონალურ ფსიქოთერაპიასთან (IPT) ერთად, CBT მკურნალობის გაიდლაინებში რეკომენდებულია, როგორც არჩევითი ფსიქოსოციალური მკურნალობა.[1][21]
ისტორია
ფილოსოფიური ფესვები
CBT-ის გარკვეული ფუნდამენტური ასპექტების წინამორბედები იდენტიფიცირებულია სხვადასხვა ძველ ფილოსოფიურ ტრადიციებში, განსაკუთრებით სტოიციზმში.[22] სტოიკოს ფილოსოფოსებს, განსაკუთრებით ეპიქტეტუსს, სჯეროდათ, რომ ლოგიკა შეიძლებოდა გამოეყენებინათ დისტრუქციული ემოციებს გამომწვევი, ყალბი რწმენის იდენტიფიცირებისა და გაუქმებისთვის, რამაც გავლენა მოახდინა თანამედროვე კოგნიტურ-ქცევითი თერაპევტების მეთოდებზე ამოეცნოთ კოგნიტური დამახინჯებები, რომლებიც ხელს უწყობენ დეპრესიასა და შფოთვას. მაგალითად, აარონ ბეკის დეპრესიის სამკურნალოდ დაწერილ თავდაპირველ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „კოგნიტური თერაპიის ფილოსოფიური საწყისები შეიძლება აღმოჩნდეს სტოიკოს ფილოსოფოსებში“.[23] კოგნიტურ თეორეტიკოსებზე სტოიკური გავლენის კიდევ ერთი მაგალითია ეპიქტეტუსის გავლენა ალბერტ ელისზე.[24] მთავარი ფილოსოფიური ფიგურა, რომელმაც გავლენა მოახდინა CBT-ის განვითარებაზე, იყო ჯონ სტიუარტ მილი.[25]
ეიზენკის მუშაობის პარალელურად, ბარუს სკინერი და მისი თანამოაზრეები იწყებდნენ გავლენის მოხდენას მათი ნამუშევრით ოპერანტულ განპირობებულობზე.[26][29] სკინერის ნაშრომს მოიხსენიებდნენ, როგორც რადიკალურ ბიჰევიორიზმს, ვინაიდან ის თავს არიდებდა ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო კოგნიციასთან.[26] თუმცა, ჯულიან როტერმა 1954 წელს და ალბერტ ბანდურამ 1969 წელს მათ ხელი შეუწყვეს ქცევით თერაპიას მათი წატივსაცემი ნაშრომებით სოციალური სწავლის თეორიზე კოგნიციის ეფექტების დემონსტრირებით სწავლასა და ქცევის მოდიფიკაციაზე.[26][29] 1960-იან წლებში ავსტრალიელი Claire Weeks-ის ნამუშევარი, რომელიც ეხება შფოთვით აშლილობებს, ასევე განიხილებოდა, როგორც ქცევითი თერაპიის პროტოტიპი.[31]
ქცევით ფაქტორებზე აქცენტი წარმოადგენდა CBT-ის „პირველ ტალღას“.[32]
კოგნიტური თერაპიის ფესვები
ერთ-ერთი პირველი თერაპევტი, ვინც ფსიქოთერაპიაში შემეცნებას მიმართა, იყო ალფრედ ადლერი. აღსანიშნავია მისი წარმოდგენა ძირითად შეცდომებზე და იმაზე, თუ როგორ უწყობენ ისინი ხელს არაჯანსაღი და უსარგებლო ქცევითი და ცხოვრებისეული მიზნების შექმნას.[33] ადლერის ნაშრომმა გავლენა მოახდინა ალბერტ ელისისზე,[33]= რომელმაც შეიმუშავა ყველაზე ადრეული, კოგნიციაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპია, სახელწოდებით რაციონალურ-ემოციური თერაპია (თანამედროვეობაში ცნობილია, როგორც რაციონალურ-ემოციური ქცევითი თერაპია, ან REBT).[34] ელისი ასევე ასახელებს აბრაამ ლოუს, როგორც კოგნიტური ქცევითი თერაპიის დამფუძნებელს.[35]
დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ვითარდებოდა რაციონალურ-ემოციური ქცევითი თერაპია, აარონ ბეკი თავის ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში ატარებდა თავისუფალი ასოციაციის სესიებს.[36] ამ სესიების დროს ბეკმა შეამჩნია, რომ აზრები არ იყო ისეთი არაცნობიერი, როგორც ფროიდი ადრე ამტკიცებდა და რომ გარკვეული ტიპის აზროვნებაში შეიძლება ემოციური დისტრესი იყოს დამნაშავე.[36] სწორედ ამ ჰიპოთეზადან შეიმუშავა ბეკმა კოგნიტური თერაპია და ამ აზრებს "ავტომატური აზრები" უწოდა.[36] ბეკს მოიხსენიებენ, როგორც „კოგნიტური ქცევითი თერაპიის მამას“.[37]
ქცევითი და კოგნიტური თერაპიების შერწყმა - CBT-ის მესამე ტალღა
მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქცევითი მიდგომები წარმატებული იყო ბევრ ნევროზულ აშლილობაში, მათ მცირე წარმატება ჰქონდათ დეპრესიის მკურნალობაში.[26][27][38] ბიჰევიორიზმი კი თანდათან კარგავდა პოპულარობას კოგნიტური რევოლუციის გამო. ალბერტ ელისისა და აარონ ბეკის თერაპიულმა მიდგომებმა პოპულარობა მოიპოვა ქცევით თერაპევტებში, წარსულში ისეთი მენტალისტური ცნებების, როგორიცაა აზრები და კოგნიცია, უარყოფისდა მიუხედავად.[26] ეს ორივე სისტემა მოიცავდა ქცევით ელემენტებს და ინტერვენციებს, ძირითადი აქცენტით პრობლემებზე.
საწყის კვლევებში კოგნიტურ თერაპიას ხშირად უპირისპირებდნენ ქცევით მკურნალობას, რათა დაენახათ რომელი იყო ყველაზე ეფექტური. საწყის კვლევებში კოგნიტურ თერაპიას ხშირად უპირისპირებდნენ ქცევით მკურნალობას, რათა დაენახათ რომელი იყო ყველაზე ეფექტური. 1980-იან და 1990-იან წლებში კოგნიტური და ქცევითი ტექნიკები გაერთიანდა კოგნიტურ ქცევით თერაპიაში. ამ შერწყმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა პანიკური აშლილობის მკურნალობის წარმატებული განვითარება, დევიდ კლარკის მიერ ბრიტანეთში და დევიდ ბარლოუს მიერ შეერთებულ შტატებში.[27]
მესამე ტალღის მკურნალობის მიდგომების მზარდი პოპულარობის მიუხედავად, კვლევების მიმოხილვები ცხადყოფს, რომ არამესამე ტალღის CBT-ისა და მესამე ტალღის CBT-ის შორის, დეპრესიის მკურნალობის ეფექტურობაში, შესაძლოა არ იყოს განსხვავება.[40]
↑ 4.04.1"History of cognitive-behavioral therapy in youth", Child and Adolescent Psychiatric Clinics of North America20 (2): 179–89, 2011, , PMID21440849
↑Treatment for Adolescents With Depression Study (TADS) Team. Fluoxetine, Cognitive-Behavioral Therapy, and Their Combination for Adolescents With Depression: Treatment for Adolescents With Depression Study (TADS) Randomized Controlled Trial. JAMA. 2004; 292(7):807–20. doi:10.1001/jama.292.7.807
↑Eysenck HJ (October 1952). „The effects of psychotherapy: an evaluation“. Journal of Consulting Psychology. 16 (5): 319–324. doi:10.1037/h0063633. PMID13000035.
↑Folsom, Timothy D., et al. (2016). "Profiles in history of neuroscience and psychiatry." The Medical Basis of Psychiatry. Springer, New York. pp. 925–1007.თარგი:ISBN?
↑Hunot V, Moore TH, Caldwell DM, Furukawa TA, Davies P, Jones H, et al. (Cochrane Common Mental Disorders Group) (October 2013). „'Third wave' cognitive and behavioural therapies versus other psychological therapies for depression“. The Cochrane Database of Systematic Reviews (10): CD008704. doi:10.1002/14651858.CD008704.pub2. PMID24142844. S2CID1872743.