ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კლოდ ფროლო}}
კლოდ ფროლო ეკუთვნოდა საშუალო ფენას, რომელსაც შუა საუკუნეებში წვრილ აზნაურობას ან წარჩინებულ მოქალაქეებს უწოდებდნენ. მშობლები მას ბავშვობიდანვე სასულიერო წოდებისთვის ამზადებდნენ. ასწავლეს ლათინური, მიაჩვიეს თვალების ძირს დახრასა და დაბალი ხმით საუბარს. ჯერ კიდევ პატარა ბავშვი მამამ კოლეჯში გამოკეტა; იქ იზრდებოდა კურთხევანსა და ლექსიკონებში თავჩარგული. ისედაც ბუნებით სევდიანი, ჩაფიქრებული და სერიოზული, გულმოდგინედ სწავლობდა და სწრაფად ითვისებდა ყველაფერს, არ ანცობდა და არ მონაწილეობდა მოსწავლეთა ამბოხებებში.
სამაგიეროდ, იგი ბეჯითად მეცადინეობდა სენ-ჟან-დე-ბოვეს ქუჩის ყველა დიდსა თუ პატარა სასწავლებელში. ასე რომ, თექვსმეტი წლის სწავლულს უკვე შეეძლო მისტიკურ თეოლოგიაში ნებისმიერ მოძღვარს გატოლებოდა, კანონიკურ თეოლოგიაში – საკრებულოს ნებისმიერ წევრს, ხოლო სქოლასტიკურ თეოლოგიაში – თვით სორბონის დოქტორს. თეოლოგიის მერე კანონიკური სამართლის შესწავლა დაიწყო. ცოდნას მოწყურებული დეკრეტალიებს გულმოდგინედ სწავლობდა. კარგად შეისწავლა შუა საუკუნეების სამოქალაქო და კანონიკური სამართალი. შემდეგ მედიცინასა და თავისუფალ ხელოვნებას დაეწაფა. ისე დაოსტატდა ციებ-ცხელების, ჩირქოვანი ჭრილობა-იარების და სიმსივნეების მკურნალობაში, რომ თავისუფლად მიანიჭებდნენ ექიმ-დასტაქრის ხარისხს. წარმატებით გაიარა ხელოვნების ყველა სამეცნიერო საფეხური ლიცენციატის, მაგისტრისა და დოქტორისა. მან შეისწავლა ლათინური, ბერძნული და ებრაული – იგი მეცნიერული ცოდნის დაგროვების ციებ-ცხელებით იყო შეპყრობილი. თვრამეტი წლისამ ოთხი ფაკულტეტი დაამთავრა. ყმაწვილს ცხოვრების ერთადერთი მიზანი ცოდნა ეგონა.
დაახლოებით 1466 წლის მეტისმეტად ცხელ ზაფხულს შავმა ჭირმა იფეთქა. სენმა განსაკუთრებით იმ ქუჩის მაცხოვრელებს გაავლო მუსრი სადაც კლოდის მშობლები ცხოვრობდნენ. შეშფოთებულმა ვაჟმა მამისეული სახლისკენ გასწია. დედ-მამა უკვე მკვდარი დაუხვდა, ხოლო ბედის ანაბარად მიტოვებული უმცროსი ძმა აკვანში ჩხაოდა. ამ ტრაგედიამ ახალგაზრდა სწავლულის ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა. ცხრამეტი წლის დაობლებულმა ყმაწვილმა თავი ოჯახის უფროსად იგრძნო. მას აქამდე მხოლოდ წიგნები უყვარდა; ახლა კი უცნაური და ტკბილი ადამიანური სიყვარული იგრძნო. ჯერ კიდევ გაურყვნელი სულისთვის იგი პირველ სიყვარულს ჰგავდა. ბავშვობიდანვე მშობლებს მოშორებული საბრალო ბავშვი, მონასტერში გამომწყვდეული და წიგნებში ჩაფლული, სწავლასა და ცოდნაზე დახარბებული - უმცროსმა ძმამ, მოულოდნელად ციდან ხელებში რომ ჩაუვარდა - იგი სრულიად გარდაქმნა, ახალ ადამიანად აქცია. და მაშინ მიხვდა კლოდი, რომ ადამიანს სჭირდება სიყვარული. გამოუცდელობიდან გამომდინარე, წარმოიდგინა, რომ მხოლოდ პატარა ძმის სიყვარული იქნებოდა საკმარისი არსებობის შესავსებად. რთული ბუნების ფიცხი ახალგაზრდა ძმის მხურვალე სიყვარულმა გაიტაცა. ეს საბრალო პაწია ობოლი, რომელსაც სხვა არავინ ჰყავდა, გარდა მეორე ობლისა, სულის სიღრმემდე აღელვებდა მას. სიღრმისეულად მოაზროვნეს სერიოზულად აფიქრებდა ძმის ბედი და დაიწყო დედასავით ზრუნვა მასზე.
მას შემდეგ, რაც მძიმე ტვირთი იგრძნო, ბიჭმა ცხოვრებას უფრო სერიოზულად შეხედა. გადაწყვიტა, ბავშვის მომავლისთვის მიეძღვნა თავი და სამუდამოდ უარი თქვა ცოლსა და შვილზე, რათა სხვა საზრუნავი აღარ ჰქონდა. კლოდმა კიდევ უფრო მეტად მოინდომა სასულიერო წოდება მიეღო. ღირსება და დიდებული ცოდნა ფართოდ უღებდა მას ეკლესიის კარს. ოცი წლის იყო, როცა პაპის საგანგებო ნებართვით მღვდლად დაინიშნა; პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ყველაზე ახალგაზრდა კაპელანი, ღვთისმსახურებანს ასრულებდა ხოლმე. კლოდ ფროლო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირა საყვარელ წიგნებში. ცოდნისა და მტკიცე ხასიათის წყალობით, მან მთელი მონასტრის პატივისცემა და აღტაცება დაიმსახურა. მალე იგი ხალხმაც გაიცნო და სწავლული ყმაწვილი ჯადოქრად მონათლა, რაც იმ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო.
ერთ დღეს, წირვიდან შინ მიმავალის ყურადღება ეკლესიის წინ დატოვებოლმა ჩვილმა მიიპყრო, რომელსაც გარს ქალები ერტყნენ. ვინაიდან ბავშვი მათი თქმით, ამაზრზენად მახინჯი იყო, დედაკაცებმა პატარა ეშმაკად შერაცხეს და დაწვას უპირებდნენ. მაშინ კლოდი მიუახლოვდა ჩვილს და ნახა რომ ის ერთი დეფორმირებული, მაგრამ ჩვეულებრივი, საბრალო ობოლი იყო რომელმაც მყისვ თავისი საყვარელი ძმა მოაგონა. და მაშინ გადაწყვიტა კლოდმა ეშვილა კუზიანი და ისიც აღეზარდა. სახლში მან ნახა, რომ ჩვილი მართლაც რომ ამაზრზენად უშნო და დეფორმირებული იყო. მაშინ მას კვაზიმოდო უწოდა, რაც ლათინურად უსრულს, დაუსრულებელს ნიშნავს. ფროლომ თავად ასწავლა მას ლაპარაკი და წერა-კითხვა. მისი წყალობით გახდა კუზიანი კათედრალის ზართამრეკავი. კვაზიმოდოს მადლიერების გრძნობა კლოდისადმი უსაზღვრო იყო. მართალია, მამობილს სახე ხშირად ეღრუბლებოდა და სუსხიანი უხდებოდა, ხოლო სიტყვები ჩვეულებრივად მოკლე, მკაცრი და მბრძანებლური ჰქონდა, მადლიერების გრძნობა კუზიანს ერთი წამითაც არ დაუკარგავს. კვაზიმოდოს სახით არქიდიაკონს ყველაზე მორჩილი მონა, ყველაზე ერთგული მსახური, ყველაზე ფხიზელი ძაღლი ჰყავდა. როდესაც საბრალო ზართამრეკავი ზარების ხშირი რეკვის წყალობით დაყრუვდა, ის და ფროლო ერთმანეთს რაღაც ნიშნებით აგებინებდნენ, რაც მხოლოდ ამ ორისთვის იყო გასაგები. არქიდიაკვანი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც კვაზიმოდოს სხვებივით ცუდად არ ექცეოდა და დასცინოდა, ამიტომ ნოტრ-დამის ზარების კოშკში გამომწყვდეული კვაზიმოდო მხოლოდ მამობილთან ურთიერთობდა. ორივეს, მამობილსაც და შვილობილსაც უზომოდ უყვარდათ ნოტრ-დამის დიდებული ტაძარი. დომ კლოდს ძალიან უყვარდა სიმბოლოებიც.
საკმარისად რომ წამოიზარდა, კლოდმა მის უმცროს ძმას, ჟანს, თავის მსგავსი გზა მოუნიშნა და იმავე სასწავლებელში მიაბარა განათლების მისაღებად, სადაც თვითონ გაატარა სტუდენტობის პირველი წლები.
იგი ფიქრობდა, ჟანი მასსავით ღვთისნიერი, მორჩილი, სწავლასმოწყურებული და პატივისცემის ღირსი სტუდენტი იქნებოდა. მცდელობის მიუხედავად, უმცროსი ძმა იზრდებოდა და ღონიერ ტოტებს იყრიდა სიზარმაცის, უვიცობისა და ლოთობა-გარყვნილების გზაზე. მისი თავხედობისა და ურჩობის გამო მამა კლოდი შუბლს იჭმუხნიდა, ხოლო მოხერხებულ და გონებამახვილურ ხუმრობაზე ეღიმებოდა. უფროსი დედმამიშვილი უსაქციელობათა გამო ჟანს მეტად სასტიკ და გრძელ ქადაგებანს უკითხავდა. მოუსვენარ ახალგაზრდას კეთილი გული ჰქონდა, თუმცა ძმის დარიგების შემდეგ, თითქოს არაფერი მომხდარაო, სრულიად მშვიდად განაგრძობდა ჯანყსა და უსაქციელობას. ყოველივე ამის გამო, ადამიანურ სიყვარულში იმედგაცრუებული და ნაღვლიანი კლოდი კიდევ უფრო მეტი გულმხურვალებით დაეწაფა მეცნიერებას. ის სულ უფრო განსწავლული მეცნიერი ხდებოდა და უფრო მკაცრი, როგორც ხუცესი და უფრო სევდიანი და მარტოსული, როგორც ადამიანი. ფროლო მონაწილეობდა სორბონის თეოლოგთა თათბირებში, არ აკლდებოდა ფილოსოფოსთა შეკრებებს კანონიკური სამართლის დოქტორთა დისპუტებს, მედიკოსთა კონგრესებს. შესაძლოა, სული საფრთხეშიც კი ჩაიგდო როცა მღვიმეში ალქიმიკოსთა, ასტროლოგთა და ჰერმეტიკოსთა გასაიდუმლოებულ ტრაპეზს მიუჯდა, რომელიც შუა საუკუნეებში ავეროესს, გილიომ პარიზელსა და ნიკოლა ფლამელს ეკავათ, ხოლო აღმოსავლეთში მისი ბოლო სოლომონამდე, პითაგორასა და ზოროასტრამდე აღწევდა.
ნოტრ-დამის კოშკში, რომელიც გრევის მოედანს დაჰყურებს, არქიდიაკონი შეეჩვია ერთ პატარა სენაკს, სადაც მის უნებართვოდ თვით ეპისკოპოსიც კი ვერ შევიდოდა. რა ხდებოდა ამ სენაკში, არავინ იცოდა, მაგრამ ღამღამობით მდინარის მეორე ნაპირიდან ხშირად დაუნახავთ, როგორ ჩნდებოდა და ქრებოდა კოშკის უკანა მხარეს რაღაც ცვალებადი ფერის უცნაური ნათება, რომელიც სიმაღლეზე უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა; ამ დროს ჭორიკანა დედაკაცები ამბობდნენ: – “შეხედეთ, არქიდიაკონი ცეცხლს აჩენს! იქ, ზევით, ჯოჯოხეთი გიზგიზებსო.”
შემოგარენში მაცხოვრებელთაგან მისი ალქიმიისადმი სიყვარულის გამო ჯადოქრად შერაცხული არქიდიაკონი ხალხის კეთილგანწყობით ნამდვილად არ სარგებლობდა, თუმცა კი თვით ყველაზე უმანკო თეთრ მაგიასაც კი არ ჰყავდა იმაზე უფრო დაუძინებელი მტერი, ვიდრე კლოდ ფროლო იყო.
ასაკის მატებასთან ერთად, დომ კლოდი სულ უფრო და უფრო ღვინდებოდა; ზოგჯერ, ისეთი უცნაური გამოხედვა ჰქონდა ხოლმე, რომ მის დანახვაზე ბევრჯერ მგალობელი ბავშვიც კი შეშინებული გაქცეულა; გუნდში, ღვთისმსახურების ჟამს, სკამზე მეზობლად მჯდომს არაერთხელ მოუსმენია, როგორ ურევდა საეკლესიო საგალობელში რაღაც გაუგებარ სიტყვებს. მრეცხავ ქალს შიშით არაერთხელ შეუნიშნავს არქიდიაკონის ანაფორაზე კრუნჩხვით გამოწვეული ფრჩხილების კვალი. თუმცა, თავი სანიმუშოდ ეჭირა. აღსანიშნავია რომ ის ქალებს მუდამ გაურბოდა. როგორც კი ახლომახლო ქალის აბრეშუმის კაბის შარიშურს გაიგონებდა, თვალებზე სწრაფად ჩამოიფხატებდა კაპიუშონს. როდესაც 1481 წლის დეკემბერში პრინცესა დე ბოჟიომ ღვთისმშობლის მონასტრის ნახვა მოისურვა, იგი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო და თავად უარი თქვა პრინცესას წინაშე წარმდგარიყო.
არქიდიაკონი და ზართამრეკავი კათედრალის მიდამოებში მცხოვრებთ არ უყვარდათ. ბევრჯერ, როცა კლოდი და კვაზიმოდო, ბატონს ადევნებული ლაქია, ღვთისმშობლის ტაძრის უბნის ქუჩებში გამოჩნდებოდნენ, იქაურები რაიმე გასაღიზიანებელს ეტყოდნენ, ირონიულ სიმღერას შემოსძახებდნენ ან უხამს ხუმრობას დაადევნებდნენ ხოლმე. თუმცა, კლოდ ფროლოს დიდებული სახის დანახვაზე, მქირდავნი გაწბილებულან კიდეც. ხან რომელიმე თამამი ლამაზმანი გავლისას განზრახ შეეხებოდა არქიდეაკონის ანაფორას. ხშირად ფიქრებში ჩაძირული მღვდელი შეურაცხყოფასა თუ ლანძღვა-გინებას საერთოდ ვერ ამჩნევდა, კუზიანი ზართმრეკავი კი ყრუ იყო.
1482 წელს კვაზიმოდო ოციოდე წლის იყო, ფროლო კი დაახლოებით ოცდათქვსმეტს უკაკუნებდა. ერთი დავაჟკაცებულიყო, მეორე კი მალე ასაკში შესვლას დაიწყებდა. კლოდი აღარ იყო ტორშის სასწავლებლის გულუბრყვილო სტუდენტი, ბავშვის ნაზი მფარველი, ახალგაზრდა და მეოცნებე ფილოსოფოსი, რომელმაც ბევრი რამ იცოდა, მაგრამ ბევრი რამისა არაფერი გაეგებოდა. ის იყო მკაცრი და მედიდური ხუცესი, სულთა ზედამხედველი, არქიდიაკონი ჟოზასელი, ეპისკოპოსის მეორე ქორეპისკოპოსი, მონლერიის, შატოფორის ორი სადეკანოზოსა და ასსამოცდათოთხმეტი სოფლის მრევლის მეურვე. ის ზვიადი და პირქუში პიროვნება იყო, რომლის წინაშეც კანკალებდნენ გრძელ კვართებსა და ქურთუკებში ჩაცმული პატარა მომღერლები, ეკლესიის მგალობელნიც, წმინდა ავგუსტინეს ძმანიცა და ღვთისმშობლის ტაძრის მედავითნენიც. როცა მკერდზე ხელებგადაჯვარელინებული პატრონიკეს ისრულ თაღქვეშ ჩაფიქრებული დინჯად გაივლიდა, თავი იმდენად დაბლა ჰქონდა დახრილი, რომ მხოლოდ შუბლი მოუჩანდა, ხოლო მისი ღრმად ჩამჯდარი, ჭკვიანი თვალებიდან მუდამ გამოსჭვიოდა უჩვეულო ახალგაზრდობა, მგზნებარე წყურვილი ცხოვრებისა და გულის სიღრმეში ჩამარხული მწველი ვნებები.
და ერთ დღესაც, არქიდიაკვანში ამ ვნებებს გამოავლენს ახალგაზრდა ბოშა გოგონას, ესმერალდას გამოჩენა, რომელიც ყოველდღე ნოტრ-დამის წინ, მოედანზე ცეკვას დაიწყებს. კლოდი ჩათვლის, რომ გოგონა ეშმაკის მიერ გამოგზავნილი ჯადოქარია, რათა ღვთისმსახური გამოსცადოს და აცდუნოს მისი მომხიბლავი ცეკვებით, სიმღერითა და მის თხასთან, ჯალისთან ერთად ჩატარებული ფოკუსებით, რომლითაც ბოშა ფულს შოულობს. მთავარდიაკვანმა შუამდგომლობით მიმართა ეპისკოპოსს და საგანგებო ბრძანება გამოაცემინა, რომელიც ბოშებს კარიბჭის ახლოს მისვლას, ცეკვასა და დაირის დაკვრას უკრძალავდა. ამავდროულად, სასულიერო სასამართლოს ისეთ ობმოკიდებულ საქმეებში იქექებოდა, რომლებშიც ჯადოქრები ადამიანებს ჯადოს უკეთებდნენ ვაცების, ღორებისა თუ თხების საშუალებით. სწორედ ამ პერიოდებში ამოკვეთს დომ ფროლო თავის სენაკის კედელზე სიტყვას "ANÁΓKH", რაც ძველბერძნულად ბედისწერას ნიშნავს. კლოდს ღრმას სწამდა ბედისწერის, ისევე როგორც ღმერთის. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა მართლა იყო ნოტრ დამში კედელზე ამოკვეთილი - ვიქტორ ჰიუგოსათვის სწორედ ეს სიტყვა გახდა ამ წიგნის დაწერის ინსპირაცია.
თვეების განმავლობაში მამაკაცი იტანჯება; მისთვის ყველაფერი აზრს დაკარგავს იმდენად შეიპყრობს მშვენიერი ქალწული და მისი ყოველდღიურად სენაკის ფანჯრიდან ან ზარების კოშკის აივნიდან ცქერა. ვნების ალში გახვეული ყველაფერს ცდის, ლუცულობს და თავს მკაცრად სჯის, თუმცა უშედეგოდ, დღისით და ღამით, სიზმრებსა თუ წიგნებში სულ ახალგაზრდა მზეთუნახავი ელანდება. საბოლოოდ იგი მივა დასკვნამდე რომ ვეღარ ეწინააღმდეგება ამ ცდუნებას და გადაწყვეტს რომ მას აჰყვეს. იგი ყველაფერს გაარკვევს მშვენიერ, კეკლუც ქალიშვილზე და უფრო და უფრო ღრმად ჩაეფლობა მისადმი ტრფობის ღრმა მორევში.
კლოდი ფროლო პროფესორიც გახლდათ. სწავლული ის ტაძარში ასწავლიდა მსურველთ სხვადასხვა საგნებს. მას ჰყავდა ახალგაზრდა მოსწავლე, პიერ გრენგუარი, რომელსაც წერა-კითხვა, ლათინური ენა და ჰერმეტიკა ასწავლა. პოეტი პიერი კარგ ჩანახატებში ზოგჯერ კლოდისგან ანაზღაურებასაც იღებდა ხოლმე ჯილდოდ. ერთ დღეს პიერი შემთხვევით ამოყოფს თავს სასწაულთა სასამართლოში - ეს იყო ქალაქი პარიზის კატაკომბებში, სადაც ყველანაირი მაწანწალა, ქურდი, მკვლელი და ბოშა იკრიბებოდა. იქ მოხვედრილ ყველას, ვინც უცხო იყო მაწანწალათა მეფის,
კლოპინის წინ “სასამართლოზე” წარადგენდნენ ხოლმე. პიერიც “გაასამართლეს” და ვინაიდან ის არც მკვლელი იყო, არც დამნაშავე და საზოგადოებისგან გარიყული, ჩამოხრჩობა გადაუწყვიტეს. წესის მიხედვით, თუ ვინმე იქ მცხოვრები მაწანწალა ქალი განწირულს ოთხი წლით ქმრად წაიყვანდა, ის სიკვდილს გადარჩებოდა. იმედგადაწურულ პიერს უეცრად გადაარჩენს ესმერალდა და ისინი ერთად დაიწყებენ ცხოვრებას, თუმცა დაძმური თანაცხოვრებით.
პიერი ესმერალდას თავის წარმოდგენებშიც ეხმარებოდა ხოლმე ეკლესიის წინ - პარალელურად თავის პიესებს კითხულობდა და ხურდას კრეფდა. ეჭვიანი კლოდი ამის დანახვაზე შეშფოთდება და გრენგუარს დაჰკითხავს და იმის გაგებაზე რომ ისინი დაქორწინდნენ შეძრწუნდება, თუმცა მისი რეაქციით დაბნეული პიერი აუხსნის რა როგორ მოხდა და გაცეცხლებულს დაამშვიდებს. კლოდი მისგან შეიტყობს რომ თურმე ესმერალდა თავის ქალიშვილობას დიდად უფრთხილდება და სჯერა რომ მისი შენახვა მას დაკარგულ მშობლებს აპოვნინებს. ამის გაგონება ისედაც თავდაკარგულ არქიდიაკვანს კიდევ უფრო მოხიბლავს.
ერთ დღეს, ფროლო კვაზიმოდოს ესმერალდას გატაცებას დაავალებს და ჩუმად თვითონაც გაყვება თან, თუმცა კვაზიმოდოს მოულოდნელად შეიპყრობენ მეფის მეისრეთა კაპიტანი ფებუს დე შატოპერი და მისი მცველები, მეოცნებე ესმერალდა კი გატაცებას გადარჩება და მისი გადამრჩენელით, კაპიტანი ფებუსით მოხიბლული დარჩება, რომელიც შემდგომში მექალთანე აღმოჩნდება. კლოდი უჩუმრად მოახერხებს გაქცევას, შეპყრობილ კვაზიმოდოს კი გაასამართლებენ და საჯაროდ გაამათრახებენ ბოშას გატაცების მცდელობისთვის, თუმცა ფროლო დააიგნორებს შვილობილს, რომელიც მისი დავალების გამო დაისაჯა. გულკეთილი ესმერალდა დაეხმარება და წყალს შეასმევს მწყურვალე, დაბმულ, გამათრახებულ კუზიანს, მიუხედავად იმისა რომ მან გოგოს გატაცება სცადა.
ფებუსი, მიუხედავად იმისა რომ საცოლე ჰყავს რომელსაც ფულის გულისთვის ირთავს, საღამოს ესმერალდას დაპატიჟებს პაემანზე. გულუბრყვილო გოგონა დათანხმდება. როდესაც ფროლო ამას ყურს მოჰკრავს, ეჭვისგან აფორიაქებული, კაპიშონით შენიღბული იგი გოგონასთან მიმავალ მთვრალ ფებუსს გაყვება, რომელიც მღვდელს ფულს გამოართმევს და სანაცვლოდ კაპიშონიან ფიგურას, რომლის ვინაობის გასარკვევად თავი არ შეუწუხებია, ოთახში “შოუს” საყურებლად დამალვას შეჰპირდება. მამაკაცები მეორე სართულზე ავლენ სადაც უკვე იცდის ესმერალდა. ფროლო დაიმალება, ფებუსი კი გოგონას მიუახლოვდება და დაუწყებს ტყუილების ლაპარაკს, თუ როგორ შეუყვარდა იგი და რომ ის ერთადერთი ქალია მის ცხოვრებაში. გულუბრყვილო ესმერალდა ამას დაიჯერებს და გადაწყვეტს გაიღოს თავისი ქალიშვილობა სიყვარულისთვის, (მიუხედავად იმისა რომ მას მტკიცედ სწამს რომ თუკი ქალიშვილობას შეინარჩუნებს, დაკარგულ დედ-მამას იპოვის) მან არ იცის რომ იგი ფებუსს მხოლოდ ერთი ღამისთვის უნდა. ამ დროს, ეჭვისგან გონდაკარგული, ნანახით გაშმაგებული არქიდიაკვანი, რომელიც ხვდება როგორ ბრიყვდება ქალწული, კედელს რომლის უკანაც იმალებოდა გამოანგრევს და სწორედ იმ მომენტში როდესაც ესმერალდაზე გადაიხრილი ფებუსი აწითლებულ ქალს მხრებს უკოცნის, მექალთანეს ზურგში ხანჯალს დასცემს. კაპიტანი ჩაიკეცება, დაბნეული, შეშინებული გოგონა კი შეჰკივლებს და გული წაუვა, თუმცა სანამ მგრძნობელობას მთლად დაკარგავს იგი ბუნდოვნად იგრძნობს ტუჩებზე იდუმალი კაპიშონიანის გავარვარებულ, მწველ კოცნას.
სასამართლო ესმერალდასა და მის თხას, რომელიც იმ დროს ასევე ოთახში იმყოფებოდა, პროსტიტუციას, ჯადოქრობასა და მკვლელობის მცდელობას დააბრალებს და იმისთვის რათა გოგომ დანაშაული აღიაროს, მას საწამებელ ოთახში გაგზავნის. მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს არქიდიაკვანიც ესწრება, ის არ ცდის ჩარევას ან გოგონას დაცვას, თუმცა კი გაფითრებული ხვდება რომ მის საქციელს იმაზე უარესი შედეგები მოჰყა ვიდრე წარმოედგინა. იგი ჩაჰყვება ესმერალდას ჯალათთან და გოგონას გატანჯულ კივილების მოსმენისას იგი ანაფორის შიგნით გულმკერდს ხანჯლით მწარედ დაისერავს. წამების წყალობით, ყმაწვილქალი აღიარებს დანაშაულს რომელიც არ ჩაუდენია და ნოტრ-დამის წინ კოცონზე დაწვა მიესჯება, იქამდე კი მას რამდენიმე დღით საპყრობილეში ჩააგდებენ.
დილეგში, ესმერალდას კლოდი ეწვევა. ეტყვის რომ მღვდელია, მოსული რათა ის სიკვდილისთვის მოამზადოს. როდესაც კაპიშუნს გადაიწევს, გოგონა იცნობს მას და ჰკითხავს თუ რატომ ჩააგდო იგი ასეთ დღეში. მაშინ დაემხობა არქიდიაკვანი ქალის წინაშე და მხურვალედ სიყვარულს შეჰღაღადებს. გულწრფელად აუხსნის თუ რა და როგორ მოხდა და დასტურად საზარლად დაგლეჯილ, კვლავ შეუხორცებელ გულმკერდსაც ანახებს. გოგონა კიდევ უფრო შეძრწუნდება, თუმცა კაცის ცრემლები გულს ოდნავაც არ მოულბობს, არამედ პირიქით. კვლავ თავის საოცნებო კაპიტანზე დადარდიანებული, ის კვლავ დაბნეული, ზიზღით დახედავს არქიდიაკვანს და კვლავ და კვლავ თავისი ფებუსის სახელს გაიმეორებს. გოგოს კითხვაზე, თუ რა ბედი ეწია კაპიტანს, არქიდიაკვანი ვარაუდით მიუგებს რომ იგი მოკვდა. ამის გაგონებაზე გამძვინვარებული ყმაწვილი დიდი სიძულვილით გააგდებს კაცს დილეგიდან, ისე რომ მის შემოთავაზებას, გოგონა გადაარჩინოს, თავისთან წაიყვანოს და ბედნიერად აცხოვროს, არც კი განიხილავს. ისედაც სასოწარკვეთილი კლოდი საპყრობილეს უარეს დღეში დატოვებს.
ესმერალდას ნოტრ-დამის წინ სახალხოდ წვავენ დილით ადრე. დაწვის წინა ცერემონიაზე მას არქიდიაკონი კლოდი ლათინურად უგალობს. ის კიდევ ერთხელ ჩუმად შესთავაზებს ესმერალდას გადარჩენას, თუმცა გოგო კვლავ ზიზღით უარყოფს. კლოდი დაამთავრებს გალობას, ჯალათს ნიშანს მისცემს და გაფითრებული სწრაფად დატოვებს იქაურობას და თავზარდაცემული გარეუბანში უაზროდ გაიქცევა, თან თავის ბედსა და გოგონას მისტირის, საძულველ პარიზს გაურბის. წარმოიდგენს, როგორი ბედნიერი შეიძლებოდა ყოფილიყო მისადმი ბედისწერა, ღმერთს რომ ენება, ის რომ მღვდელი არ ყოფილიყო და ესმერალდა ბოშა, თუმცა სწამს რომ რადგან “ჯადოქარი” დაწვეს, მისი წყევლისგან გათავისუფლდება. როდესაც შუაღამისას ტაძარში დაბრუნდება, ზარების კოშკის აივანზე ესმერალდას და მისი თხის, ჯალის სილუეტს დაინახავს რაც იმდენად შეაძრწუნებს რომ იქვე გაქვავებული ჩაიკეცება.
კლოდ ფროლომდე მივა ამბავი რომ ესმერალდა თურმე კვაზიმოდოს გადაურჩენია - უკვე განწირული გოგოსთვის ხელი დაუვლია და ეკლესიაში, თავშესაფარში შეუყვანია სადაც ჯარისკაცებს შესვლის უფლება არ აქვთ და ესმერალდა უსაფრთხოდაა. კლოდი ორი კვირა სენაკში ჩაიკეტება; კარს არ უღებს არავის, არც ეპისკოპოსს, არც საყვარელი ძმის ხვეწნებს. ყველა დარწმუნებულია რომ ის ძალიან ავადაა. კვირები, უჭმელ-უძინარი არქიდიაკვანი ფანჯარას შეშლილივით აჰკრობია საიდანაც გოგონას ოთახის ფანჯარა ჩანს სადაც ზოგჯერ ესმერალდას სილუეტიც გაიელვებს ხოლმე. კლოდი ხედავს როგორ ზრუნავს კვაზიმოდო გოგოზე და დაბნეულია; არ ესმის კუზიანმა ეს რატომ ქნა, ვერ ხვდება რომ ლამაზმანზე ყრუც შეყვარებულია მას შემდეგ, რაც გოგომ უსახურს წყალი დაალევინა მისი გატაცების მცდელობის გამო გამათრახების შემდეგ.
მოსვენებას სულ დაკარგავს შეპყრობილი არქიდიაკვანი. მთელი ღამეები კრუნჩხვებშია, ესმერალდა სულ წინ უდგას, კვაზიმოდოსადმი ეჭვს შეუპყრია. ერთ ღამესაც კიდევ ერთი ესმერალდაზე მორიგი სიზმარის შემდგომ, სისხლადუღებული წამოვარდება და გოგონას სენაკში მიუვარდება და ხვევნა-ხვეწნას დაუწყებს რომ დაინდოს და შეიყვაროს. მაშინ ესმერალდა კუზიანის მიცემულ სასტვენს ჩაბერავს; ეს ერთადერთი ხმაა რომელიც ყრუ ზართმრეკავს ესმის. ხმაზე კვაზიმოდო მოვარდება, კლოდს ხელს დაავლებს და მოკვლას დაუპირებს თუმცა მისი ვინაობის დანახვისას, შეშინებული ბატონის ფეხთით დაემხობა და ხანჯალს მიაწვდის, აქეთ თქვენ მომკალითო. შოკირებული, დაბნეული ბოშა დაასწრებს, იარაღს დასტაცებს ხელს და ღვთისმსახურს მიუშვერს; გამწარებული კლოდი კი იქაურობას უარესად შეშლილი დატოვებს.
პროტესტების გამო, მეფე გასცემს საგანგებო ნებართვას ეკლესიის თავშესაფრის წესები დაარღვიონ და ბოშა გამოიყვანონ და ჩამოახრჩონ. ამის გაგონებაზე შეშფოთებული მამა კლოდი ესმერალდას ფიქტიურ ქმარს, გრენგუარს მიადგება და ყოფილ მოსწავლეს დაავალდებულებს გოგონა როგორმე გადაარჩინოს რადგან თავის დროზე ესმერალდამ იხსნა პიერი. გრენგუარი სასწაულთა სასამართლოში წავა და ამ ამბავს ყველას მოსდებს. იქაურები, რომელთაც ესმერალდა ძალიან უყვარდათ, აღშფოთდებიან და გოგოს გადასარჩენად და ბარემ იქაურობის გასაქურდადაც ნოტრ-დამისკენ დაიძვრებიან. იქ, ტაძრის შესასვლელში მეფის ჯარისკაცებთან სასტიკი შეტაკება მოუვათ. თავის მხრივ შეშფოთებული და დაბნეული კვაზიმოდო რომელიც ცდილობს ესმერალდა დაიცვას, ზემოდან ყველას ქვებს და ხის ძელებს ესვრის, მდუღარეს გადმოასხავს და დათუთქავს. ამ ერთ აყალმაყალ და სისხლისღვრაში, ჟან ფროლო, კლოდის ძმა რომელიც ესმერალდას გამოსახსნელად მაწამწალათა მხარეს იბრძვოდა, იაზრებს, ტაძარს კიბეს მიადგავს და ზედ აძვრება. კვაზიმოდო მას ხელს დაავლებს და უკვე ზედ ასულს ქვევით გადმოისვრის და მოკლავს.
ამასობაში ახალგაღვიძებულ ესმერალდას პოეტი პიერი და შენიღბული კლოდი ერთად გამოაპარებენ ტაძრიდან და იქაურობას გაარიდებენ. გრენგუარი უჩუმრად დაავლებს ხელს ჯალის - ესმერალდას თხას, რომელიც ძალიან შეყვარებოდა და მასთან ერთად გაიპარება, კაპიშუნიან კლოდს და დაბნეულ ესმერალდას კი მარტო დატოვებს. მთავადიაკვანი კაპიშუნს გადაიხდის და თავზარდაცემული ესმერალდა უკან დაიხევს, თუმცა კლოდი კიდევ ერთხელ ფეხებში ჩაუვარდება და შეეხვეწება რომ ნება მისცეს გადაარჩინოს. ღვთისმსახურს გოგოს ფეხთით უკონტროლო ტირილი აუვარდება - მან მოასწრო დანახვა როგორ გაუჭეჭყეს მის ძმას თავი იმ არეულობაში და როგორ გადაარჩინა ესმერალდა საკუთარი ძმის ნაცვლად. თუმცა გოგონა კვლავ ზიზღით შეხედავს მის ცრემლებს და მკვახედ მიახლის რომ მასთან ერთად წასვლას კვლავ სიკვდილი ურჩევნია, რაზეც გაცეცხლებული და მოთმინებაამოწურული ხუცესი გოგოს ხელს დაავლებს და მის იქვე მცხოვრებ განდეგილს ჩააბარებს რომელსაც ბოშები ეზიზღება, თუმცა ბოლო მომენტში ესმერალდას დაკარგული დედა აღმოჩნდება. განდეგილი გოგოს დამალვას ცდის, თუმცა ჯარისკაცებთან ერთად იქვე კაპიტანი ფებუსიც გამოჩნდება რაზეც ესმერალდა სამალავიდან გამოვარდება, თუმცა ფებუსი ზიზღით შეაქცევს ზურგს და ჯარისკაცები გოგოს ჯალათთან მიათრევენ, დედამისი კი შვილის დაცვის მცდელობისას ქვას თავს დაარტყავს და სახრჩობელის წინ დაიღუპება. ახლა უკვე დაპანიკებულ გოგოს დაუყოვნებლივ აიყვანენ სახრჩობელაზე და საბოლოოდ ჩამოახრჩობენ.
გრევის მოედანზე გოგოს ჩამოხრჩობას ზარის კოშკიდან უყურებს ფროლო, რომელიც უკვე თავის ჭკუაზე აღარაა და მწარე, პანიკური სიცილი აუტყდება. ამასობაში გაგიჟებული ყრუ, რომელმაც ესმერალდა აურზაურის შემდგომ ვეღარსად იპოვა, მამობილს დაინახავს რომელიც აივნიდან ქვემოთ იყურება. ესმერალდას ჩამოხრჩობას ისიც დაინახავს და გაახსენდება ის ღამე როცა ესმერალდამ სასტვენით უხმო. ბევრი არაფრის ცოდნის მიუხედავად, ის გონებაში ყველაფერს გადაალაგებს და ესმერალდას სიკვდილს მყისვე ფროლოს მიაწერს და გაცეცხლებული, საკუთარ აღმზრდელს ხელს ჰკრავს და კათედრალის კოშკურიდან გადმოაგდებს. არქიდიაკვანი ადგილზევე დაიღუპება.
დასასრულს, ფებუს დე შატოპერსი საცოლეზე დაქორწინდება, კვაზიმოდო კი აკლდამაში ესმერალდას ნეშტს მოეხვევა და იქამდე დარჩება გვამზე დამხობილი სანამ ზედ არ დააკვდება. უსახური კუზიანის და ესმერალდას გადახლართულ ჩონჩხებს კი ორი წლის შემდეგ იპოვიან, მღვიმეში სადაც მკვდარ ჩამოხრჩობილებს ყრიდნენ ხოლმე.
რესურსები ინტერნეტში
ვიქტორ ჰიუგოს რომანი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"
Order of chivalry in Greece Order of Beneficience (Greek: Τάγμα της Ευποιΐας) is the name given to two different orders in Greece. One of them (the Royal Order of Beneficience) is conferred by the Greek royal family, and the other (the Republican Order) is conferred by the Greek government. The two orders share three symbols: a badge, a star, and a ribbon. The badge is a five-petaled flower, enameled in blue. The star is a silver eight-pointed star with straight rays. The ribb...
Voce principale: Campionato mondiale di calcio 2022. Finale del campionato mondiale di calcio 2022Informazioni generaliSport Calcio CompetizioneCampionato mondiale di calcio 2022 Data18 dicembre 2022 CittàLusail ImpiantoStadio Iconico di Lusail Spettatori88 966 Dettagli dell'incontro Argentina Francia 3(4) 3(2) (dopo i tiri di rigore) Arbitro Szymon Marciniak[1] MVP Lionel Messi[2] Successione ← Finale del campionato mondiale di calcio 2018 Finale del campion...
Final Piala Generalísimo 1954TurnamenPiala Generalísimo 1954 Valencia Barcelona 3 0 Tanggal20 Juni 1954StadionStadion Chamartín, MadridWasitJosé Luis González EcheverríaPenonton110.000← 1953 1955 → Final Piala Generalísimo 1954 adalah pertandingan final ke-50 dari turnamen sepak bola Piala Generalísimo untuk menentukan juara musim 1954. Pertandingan ini diikuti oleh Valencia dan Barcelona dan diselenggarakan pada 20 Juni 1954 di Stadion Chamartín, Madrid. Valencia memenan...
Japanese anime television series and its adaptation(s) Train to the End of the WorldKey visual featuring the four main characters終末トレインどこへいく?(Shūmatsu Torein Doko e Iku?)GenrePost-apocalyptic, science fantasy, slice-of-life, surreal comedyCreated byapogeego MangaWritten byapogeegoIllustrated byTorimuraPublished byKadokawa ShotenMagazineKadoComiDemographicSeinenOriginal runMarch 25, 2024 – present Anime television seriesDirected byTsutomu Miz...
Pour le groupe de musique, voir Agar Agar. Agar-agar En haut : poudre d'agar-agar.En bas : structure moléculaire de l'agar-agar. Identification No CAS 9002-18-0 No ECHA 100.029.677 No CE 232-658-1 No E E406 FEMA 2012 Propriétés chimiques Formule (C12H18O9)x Propriétés physiques T° fusion 90 °C[1] Solubilité Lentement sol. dans l'eau chaude (solution visqueuse). Insol. Dans l'eau froide et l'alcool[2] Précautions NFPA 704[1] 010 Écotoxicologie DL50 6 100...
Strömma Kanalbolaget passenger ferry and historic ship in Sweden MV Gustaf III is a steamship that still operates in Sweden today as of 2021. History Originally built as HMS Rindö in 1912, the Gustaf III was built by Bergsunds Mekaniska Verkstad [sv] in Stockholm and was launched in 1912 as HMS Rindö[1]. She was delivered to the Coastal Artillery in Vaxholm , which used the ship for transports between Vaxön and Rindö until 1950. In 1951, the central library on L...
Vous lisez un « bon article » labellisé en 2011. Cet article concerne le dieu égyptien Osiris. Pour une description des rites et du symbolisme du culte d'Osiris, voir Mystères d'Osiris. Pour les autres significations, voir Osiris (homonymie). Osiris Divinité égyptienne Osiris portant la couronne Atef et les attributs de la royauté. Caractéristiques Autre(s) nom(s) Ousir, Ounennéfer, Khenty-Imentyou, Wesir Nom en hiéroglyphes Translittération Hannig Wsjr Fonction pri...
Військово-музичне управління Збройних сил України Тип військове формуванняЗасновано 1992Країна Україна Емблема управління Військово-музичне управління Збройних сил України — структурний підрозділ Генерального штабу Збройних сил України призначений для планува...
River in east Cornwall, England Prior's Bridge and the River Kensey The River Kensey is a river in east Cornwall, England, UK which is a tributary of the River Tamar. The river rises at Kensey in the parish of Treneglos and flows generally east to the south of Tresmeer and Egloskerry and then divides the town of Launceston from its suburb Newport before flowing into the Tamar about a mile east of Launceston.[1] References ^ Ordnance Survey One-inch Map of Great Britain; Bodmin and Lau...
Not to be confused with Democratic Alliance for the Betterment and Progress of Hong Kong. This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Democratic Alliance Hong Kong – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2017) Political party in Hong Kong Democratic Alliance 民主陣線...
Gallarate komune di Italia Gallarate (it) Tempat Negara berdaulatItaliaDaerah di ItaliaLombardyProvinsi di ItaliaProvinsi Varese Ibu kota dariQ31432551 NegaraItalia Ibu kotaGallarate PendudukTotal52.811 (2023 )Bahasa resmiItalia GeografiLuas wilayah20,98 km² [convert: unit tak dikenal]Ketinggian238 m Berbatasan denganBesnate Busto Arsizio Casorate Sempione Cavaria con Premezzo Cassano Magnago Arsago Seprio Cardano al Campo Samarate SejarahSanto pelindungKristoforus Informasi tamba...
Ethnic diocese of the Orthodox Church of America This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (November 2010) (Learn how and when to remove this message) The states in which the Albanian Archdiocese has jurisdiction. Cathedral of St George, South Boston. The Albanian Archdiocese, also known as the Albanian Orthodox Archdiocese in America (Albanian: Kryedioq...
العلاقات الأرمينية المجرية أرمينيا المجر أرمينيا المجر تعديل مصدري - تعديل العلاقات الأرمينية المجرية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين أرمينيا والمجر.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقارنة أرم�...
EtiopiaUniformi di gara Casa Trasferta Sport Calcio FederazioneEFFEthiopian Football Federation ConfederazioneCAF Codice FIFAETH SoprannomeWalyas(Gli Stambecchi del Semien) Selezionatore Gebremedhin Haile Record presenzeLuciano Vassallo (104) CapocannoniereLuciano Vassallo (99) Ranking FIFA143º (26 ottobre 2023)[1] Esordio internazionale Etiopia 5 - 0 Somalia francese Etiopia; 5 dicembre 1947 Migliore vittoria Gibuti 2 - 10 Etiopia Etiopia; 5 maggio 1954 Peggiore sconfitta Iraq 13 - ...
منيرة سنبل معلومات شخصية اسم الولادة منيرة سنبل الميلاد 15 يونيو 1939 (العمر 85 سنة)الإسكندرية, مصر الجنسية مصر الحياة العملية المهنة ممثلة اللغة الأم اللهجة المصرية اللغات العربية، واللهجة المصرية المواقع السينما.كوم صفحتها على السينما.كوم تعديل مصدري - ت...
Sudden overwhelming sensation of fear For the psychological condition, see Panic attack. For other uses, see Panic (disambiguation). Illustration in Charles Darwin's The Expression of the Emotions in Man and Animals Part of a series onEmotions Affect Classification In animals Emotional intelligence Mood Regulation Interpersonal Dysregulation Valence Emotions Acceptance Admiration Affection Amusement Anger Angst Anguish Annoyance Anticipation Anxiety Apathy Arousal Awe Belongingness Boredom Co...
15th United States Trade Representative Susan Schwab15th United States Trade RepresentativeIn officeJune 8, 2006 – January 20, 2009PresidentGeorge W. BushPreceded byRob PortmanSucceeded byRon Kirk Personal detailsBorn (1955-03-23) March 23, 1955 (age 69)Washington, D.C., U.S.Political partyRepublicanEducationWilliams College (BA)Stanford University (MA)George Washington University (PhD) Susan Carol Schwab (born March 23, 1955) is an American politician, who served under Presid...
See also: 2019 United States elections Pennsylvania's 12th congressional district special election ← 2018 May 21, 2019 2020 → Pennsylvania's 12th congressional district Nominee Fred Keller Marc Friedenberg Party Republican Democratic Popular vote 90,000 42,195 Percentage 68.08% 31.92% U.S. Representative before election Tom Marino Republican Elected U.S. Representative Fred Keller Republican Elections in Pennsylvania Federal government U.S. President 1789 17...