კლემენტს (კლემენტ) რობერტ მარკჰემი (ინგლ. Clements Robert Markham; 20 ივლისი 1830, სტილინგფლიტი — 30 იანვარი 1916, ლონდონი) — ინგლისელი გეოგრაფი, მკვლევარი და მწერალი. 1863 წლიდან 1888 წლამდე იკავებდა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მდივნის პოსტს, მოგვიანებით იყო ამ საზოგადოების პრეზიდენტი კიდევ თხუთმეტი წლის მანძილზე. ამ პოსტზე ის ძირითადად დაკავებული იყო ბრიტანეთის ეროვნული ანტარქტიკული ექსპედიციის ორგანიზებით (1901-1904), ასევე ხელი შეუწყო რობერტ სკოტის პოლარული კარიერის დაწყებას. კლემენტს მარკჰემი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ასევე აბანოს ორდენის რაინდი-კომანდორი.
მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მარკჰემი რჩებოდა მოგზაურად და მწერლად. მისი ლიტერატურული ნაშრომები მოიცავენ ისტორიულ ჩანაწერებს, ბიოგრაფიებს, ექსპედიციებისა და მოგზაურობების ანგარიშებს. ის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მრავალი სტატიისა და მოხსენების ავტორი იყო, ასევე დიდი ძალები მოახმარა Hakluyt Society-თვის ნაშრომების რედაქტირებასა და თარგმანს.
ლიტერატურა