კლემენტინ ოგილვი სპენსერ-ჩერჩილი, ბარონესა სპენსერ-ჩერჩილი,(ინგლ. Clementine Ogilvy Spencer-Churchill, Baroness Spencer-Churchill , ქალიშვ.— ხოზიერი (ინგლ. Hozier) 1885 წლის 1 აპრილი - 1977 წლის 12 დეკემბერი) —ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მეუღლე.
კლემენტინა დაიბადა 1885 წლის 1 აპრილს. იგი ოფიციალურად გადამდგარი პოლკოვნიკ ჰენრი მონტეგ ჰოზიერისა და ლედი ბლანში ჰენრიეტა ოგილვის ქალიშვილია, თუმცა მამასთან დაკავშირებით არსებობს ვერსიები.
კლემენტინა პირველად უინსტონ ჩერჩილს 1904 წელს .1908 წლის მარტში ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ კლემენტინას შორეული ნათესავის ლედი სენტ ჰეილერის მიერ გამართულ სადილზე. მათი პირველი მოკლე შეხვედრის დროს უინსტონმა აღიარა კლემენტინის სილამაზე და უნიკალურობა; ახლა, მის კომპანიაში გატარებული საღამოს შემდეგ, მომავალი პრემიერ-მინისტრი მოიხიბლა გოგონას მახვილი გონებით და ძლიერი ხასიათით.
1908 წლის 12 სექტემბერს უინსტონმა და კლემენტინმა იქორწინეს წმინდა მარგარეტის ეკლესიაში. თაფლობის თვე გაატარეს ბავენოში, ვენეციაში და ვევეშის ციხეში მორავიაში; ეკკლესტონის სკვერის 33 – ში ლონდონის სახლში დასახლამდე.[2][3]
წყვილს ხუთი შვილი შეეძინა:
დიანა (1909-1963), რენდოლფი (1911-1968), სარა (1914-1982), მარიგოლდი (1918-1921) - გარდაიცვალა ორი წლის ასაკში; მერი (1922–2014).[4][5]
მეორე მსოფლიო ომის დროს იგი იყო ფონდის «Aid to Russia Fund» პრეზიდენტი, რომელიც მოქმედებდა 1941–1951 წლებში და დიდ დახმარებას უწევდა საბჭოთა კავშირს მედიკამენტებით, სამედიცინო აღჭურვილობითა და საკვებით საერთო ჯამში, ომის პერიოდში , ქალბატონ ჩერჩილის ფონდმა «Aid to Russia Fund» 8 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი თანხა მოაგროვა (დაახლოებით 200 მილიონი თანამედროვე შეფარდებით).
1955 და 1956 წლებში კლემენტინ ჩერჩილმა გაანადგურა ბრიტანელი მხატვრების მიერ შესრულებული მისი მეუღლის სამი პორტრეტი, რომლებიც ოჯახის კოლექციის ნაწილი იყო, რადგან თვლიდა, რომ მათ უინსტონ ჩერჩილის იმიჯის დისკრედიტაცია მოახდინეს. მათ შორისაა გრემ სატერლენდის კარგად ცნობილი "უინსტონ ჩერჩილის პორტრეტი".
ლედი სპენსერ-ჩერჩილი გარდაიცვალა ლონდონის სახლში, ნაინსტბრიჯის პრინც გეიტის 7 ნომერში, გულის შეტევით 1977 წლის 12 დეკემბერს 92 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს წმინდა მარტინის ეკლესიის სასაფლაოზე, ბლეიდონში (ოქსფორდშირი),მეუღლის და შვილების და ნათესავების გვერდით.[9][10][11]
Lovell, M.S. (2012), The Churchills: A Family at the Heart of History – from the Duke of Marlborough to Winston Churchill, Abacus (Little, Brown), ISBN978-0349-11978-6[მკვდარი ბმული]