კლაუდიო ბრავო
ბრავო 2017 წელს |
პირადი მონაცემები |
---|
სრული სახელი |
კლაუდიო ბრავო ანდრეს მუნიოსი |
---|
დაბადების თარიღი |
13 აპრილი, 1983 (1983-04-13) (41 წლის) |
---|
დაბადების ადგილი |
ვილუკო, ჩილე |
---|
სიმაღლე |
184 სმ[1][2][3] |
---|
სათამაშო პოზიცია |
მეკარე |
---|
საკლუბო ინფორმაცია |
---|
მიმდინარე კლუბი |
რეალ ბეტისი |
---|
ნომერი |
25 |
---|
ახალგაზრდული კარიერა |
---|
|
კოლო-კოლო |
---|
პროფესიონალური კარიერა* |
---|
წლები |
გუნდი |
მატჩი |
(გოლი) |
---|
2002-2006 |
კოლო-კოლო |
123 |
(0) |
---|
2006-2014 |
რეალ სოსიედადი |
229 |
(1) |
---|
2014-2016 |
ბარსელონა |
70 |
(0) |
---|
2016-2020 |
მანჩესტერ სიტი |
29 |
(0) |
---|
2020- |
რეალ ბეტისი |
15 |
(0) |
---|
ეროვნული ნაკრები |
---|
2004 |
ჩილე 23 წლ. |
7 |
(0) |
---|
2004- |
ჩილე |
126 |
(0) |
---|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 აპრილი, 2021
|
კლაუდიო ანდრეს ბრავო მუნიოსი (ესპ. Claudio Andrés Bravo Muñoz; დ. 13 აპრილი, 1983, ვილუკო, ჩილე) — ჩილელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „რეალ ბეტისისისა“ და ჩილეს ეროვნული ნაკრების მეკარე.
კარიერა
კლაუდიო ბრავო თავდაპირველად მამამ „კოლო-კოლოს“ სკოლაში მიიყვანა. მისი დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში 2002 წელს შედგა. „კოლო-კოლოს“ ძირითადმა მეკარემ ედუარდო ლობოსმა ტრავმა მიიღო და კლაუდიო მის ნაცვლად შევიდა მოედანზე.
ჩილეს ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, 2006 წელს, კლაუდიო ბრავო „რეალ სოსიედადში“ გადაბარგდა, სადაც 2014 წლამდე ითამაშა. შემდეგ კი „ბარსელონაში“ გადავიდა.
რეალ სოსიედადი
2006-2007 წლის სეზონში ბრავომ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ „რეალ სოსიედადთან“. ის გახდა ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეკარე.
2010 წლის 14 თებერვალს ბრავომ თავის კარიერაში პირველი გოლი გაიტანა, საჯარიმო დარტყმით, „ხიმნასტიკი“ს კარში. ცოტა ხნის შემდეგ მან ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა მოედანს.
2012-13 წლის სეზონში, კლაუდიო ბრავო გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო თამაში.
ბარსელონა
2014 წლის 18 ივნისს 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კატალონიის „ბარსელონასთან“, მისი ტრანსფერი კლუბს 12 მილიონი ევრო დაუჯდა. ალექსის სანჩესის შემდეგ ბრავო არის მეორე ჩილელი ფეხბურთელი, რომელსაც „ბარსელონას“ რიგებში აქვს ნათამაშები. გუნდთან ერთად სეზონის დაწყებისთანავე მან დაამყარა რეკორდი, 8 მატჩში (720 წუთი) გოლი არ გაუშვია.
ტიტულები
საკლუბო
კოლო-კოლო:(1)
რეალ სოსიედადი:(1)
ბარსელონა:(8)
მანჩესტერ სიტი:(6)
სანაკრებო
ჩილე:(2)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო