კიტა აბაშიძის ქუჩა |
---|
საერთო ინფორმაცია |
---|
ქვეყანა |
საქართველო |
---|
ქალაქი |
თბილისი |
---|
რაიონი |
ჩუღურეთის რაიონი |
---|
წინა სახელები |
ახალი კათოლიკეების ქუჩა, მელიქოვის (მელიქიშვილის) ქუჩა, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა |
კიტა აბაშიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია). მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ახალი კათოლიკეების ქუჩა, 1900 წლის გეგმაზე — როგორც მელიქოვის (მელიქიშვილის) ქუჩა. 1923 წელს — სტანისლავ რენინგერის, 1983 წელს — გიორგი ჩუბინაშვილის, 1990 წელს კი კიტა აბაშიძის სახელი ეწოდა.
ლიტერატურა