გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არისკიმ, ხოლო სახელი — ჰიე-იუნ.
კიმ ჰიე-იუნი (კორ. 김혜윤; დ.10 ნოემბერი, 1996) — სამხ. კორეელი მსახიობი, რომელმაც ცნობადობა მოიპოვა კანგ იე-სეოს როლით JTBC-ის სატელევიზიო შოუში "Sky Castle" (2018–2019). მინიჭებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ჯილდო, მათ შორის Baeksang Arts Awards, Blue Dragon Film Awards და Grand Bell Awards.
ადრეული ცხოვრება და განათლება
კიმ ჰიე-იუნი დაიბადა 1996 წლის 10 ნოემბერს სონნამში, გიონგის პროვინციაში, სამხ. კორეაში.[1] ის მსახიობობაზე მესამე კლასიდან ოცნებობდა, ამიტომაც დიდ დროს უთმობდა სამსახიობო აკადემიაში სიარულს, გასაუბრებებზე სიარულსა და პატარა როლების თამაშს იმისათვის, რომ სფერო გაეცნო და მომზადებულიყო მომავალი კარიერისათვის.[2]
2015 წელს ჩაირიცხა კონკუკის უნივერსიტეტში და სწავლა დაიწყო მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მიღებული სრული დაფინანსებით სამსახიობო კარიერის პარალელურად. 2019 წელს დაამთავრა კინომცოდნეობის ფაკულტეტი .[3][4]
კარიერა
2013–2018: კარიერის დასაწყისი
კიმ ჰიე იუნის სადებიუტო სამსახიობო შესრულება იყო KBS2-ის 2013 წლის სატელევიზიო ნოველა "Samsaengi"-ში, სადაც ითამაშა მეორეხარისხოვანი პერსონაჟის მოზარდი ვერსია. 2014 წლის OCN-ის კრიმინალურ თრილერ "ცუდ ბიჭებში" მონაწილეობისთვის მიღებული აღიარების შემდეგ, ჰიე იუნმა არჩია ძირითადი დროის დათმობა განათლებისთვის და მხოლოდ პატარა როლებს თანხმდებოდა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების შესანარჩუნებლად. ამ პერიოდში მისი ყველაზე დიდი როლი იყო მეორეხარისხოვანი პერსონაჟი 2017 წლის მისტიკურ თრილერ ფილმში "მკვლელის მემუარი".
2019–2021: პოპულარობის ზრდა და გადასვლა მთავარი როლების შესრულებაზე
უნივერსიტეტის დასრულების მოახლოებასთან ერთად კიმ ჰიე იუნმა დაიწყო ქასთინგებში მონაწილეობა უფრო დიდი როლების მოსაპოვებლად. 200 აპლიკანტიდან სწორედ ის შეარჩიეს და წარმატებით დამტკიცდა კან იე სეოს როლზე JTBC-ის სატირულ დრამაში “ზეციური სასახლე”.[5] სატელევიზიო დრამის წარმატებამ გავლენა იქონია მის პოპულარობაზეც - მან მოიგო საუკეთესო ახალი მსახიობი ქალის ჯილდო 55-ე Baeksang Arts Awards-ზე.[6]
2019 წელს ვებტუნ “შემთხვევით ნაპოვნი ივლისი” დაფუძნებულ MBC-ის სასკოლო და ფანტასტიკის ჟანრის სატელევიზიო დრამაში “შემთხვევით ნაპოვნი ჰარუ” ითამაშა პროტაგონისტის როლი პირველად. ამ როლმა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა, რაც გამოიხატა MBC Drama Awards-ზე ახალი და საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოები. .[7][8] იმავე წელს მიიღო ერთ-ერთი მთავარი როლი ფსიქოლოგიურ თრილერ ფილმში “შუაღამე”.[9]
2022–აწმყო: გარღვევა პოპულარობაში
2022 წელს გამოვიდა ფილმი “გოგონა ბულდოზერზე”, სადაც კიმის შესრულებამ კო ჰიე იონგის როლში კრიტიკოსების სიმპათია მოიპოვა და მას მოაგებინა მრავალი პრესტიჟული ჯილდო, როგორიცაა Blue Dragon Film Awards და Grand Bell Awards დაჯილდოებების საუკეთესო ახალი მსახიობი ქალის ჯილდო, ისევე როგორც ამომავალი ვარსკვლავის აზიის ჯილდო ნიუ იორკის აზიური ფილმის ფესტივალზე. [10] აღსანიშნავია, რომ ჰიე იუნი ასევე იყო ნომინირებული საუკეთესო ახალი მსახიობი ქალის კატეგორიაში 59th Baeksang Arts Awards-ზე.[11] ფილმის წარმატებასთან ერთად, მსახიობმა მოიხვეჭა 10 ნომინაცია, რომელთაგანაც 6 მოიგო. მისი მიღწევები აღიარა ფორბსმა და შეიყვანა კიმ ჰიე იუნი ფორბსის 30 under 30 სიაში.[12]
↑Park, Eui-ryeong (July 28, 2023). „ko:우리는 27살, 바자 친구 김혜윤“ [We are 27 years old, Bazaar friend Kim Hye-yoon]. Harper's Bazaar]] (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 1, 2023. ციტირების თარიღი: August 25, 2023 – წარმოდგენილია Naver-ის მიერ.