„კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“ (ინგლ. The Other Boleyn Girl) — 2008 წლის ისტორიული, რომანტიკული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯასტინ ჩედვიკი. პიტერ მორგანის მიერ დაწერილი სცენარი დაფუძნებულია ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანზე. ის წარმოაჩენს მე-16 საუკუნის დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ცხოვრებას, ასევე არისტოკრატი დები ბოლეონების ურთიერთობას, რომელთაგანაც უფროსი მერი ჰენრი VIII-ის საყვარელი იყო, ხოლო ანა მეფის მეორე ცოლი და ინგლისის უბედური დედოფალი. ფილმში ისტორიული ფაქტების დიდი ნაწილი არასწორადაა გადმოცემული.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა კენტში, ინგლისში. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2008 წლის 7-17 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.[2][3] ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 35 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა 77 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ფილმს წილად ხვდა შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვის საიტებზე Rotten Tomatoes და Metacritic ფილმის მთლიანი რეიტინგია 42% (140 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[4] და 50/100 (34 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[5] 2008 წლის 10 ივნისს ფილმი გამოვიდა Blu-ray და DVD ფორმატებში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო