კვირადღე კუნძულ გრან-ჟატზე ან კვირა პარკში(ფრანგ. Un dimanche après-midi à l'Île de la Grande Jatte) 一 ფრანგი ფერმწერის, ჟორჟ სერას ნახატი, რომელიც 1884-1886 წლებში იქმნებოდა. ნამუშევარი ავტორის მაგნუმ ოპუსადაა აღიარებული[1] და წარმოადგენს პუანტილისტური ტექნიკის ნათელ მაგალითს, რითაც საფუძველი ჩაეყარა ნეოიმპრესიონისტულ მოძრაობას.[2] ამჟამად, ნახატი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში ინახება.
ნახატზე მდინარე სენას განაპირას, პარკში მყოფი ფრანგული საზოგადოებაა ასახული. კუნძული გრან-ჟატი მდინარე სენაზე გაშენებულ დასახლებას ქმნის, რომელიც, ერთ დროს, ინდუსტრიულ და საწარმო ლოკაციას წარმოადგენდა, თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებრივი განსახლების არეალად იქცა.
სერამ ნახატის შექმნას 2-3 წელი მოანდომა, ამ პერიოდში კი იგი დეტალიზებულად აღწერდა პარკის ლანდშაფტებს საკუთარ ჩანახატებში და მათ გაუმჯობესებაზე მუშაობდა. სტილის დასახვეწად ის უამრავ დროს ატარებდა ბაღებსა თუ სკვერებში და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ფერების, შუქ-ჩრდილებისა და ფორმების სტრუქტურას. საჯარო გამოფენაზე იგი, თავდაპირველად, 1886 წელს, მერვე იმპრესიონისტულ გამოფენაზე გამოჩნდა.
ფერის ოპტიკური თეორიის შესწავლის საფუძველზე, სერამ მცირე წერტილებით ნახატის მთლიანი სტრუქტურის შექმნის ტექნიკა შეიმუშავა, რამაც პუანტილიზმს დაუდო სათავე 一 ტექნიკას, რომლის დახმარებითაც ნახატზე გამოსახული წერტილთა სიმრავლეები ერთ მთლიან გამოსახულებას ქმნიან.
პოპ კულტურაში
ნახატი იქცა შთაგონების წყაროდ 1984 წლის მიუზიკლისთვის 一 კვირა პარკში ჯორჯთან ერთად 一, რომელიც ბროდვეის თეატრში დაიდგა. მიუზიკლის გავლენით, აშშ-ში ზემოხსენებულ ნახატს, ხშირად, მოიხსენიებენ ხოლმე, როგორც „კვირა პარკში“.[3]
იხილეთ აგრეთვე
ბიბლიოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Seurat, Georges. A Sunday on La Grande Jatte – 1884 en. ციტირების თარიღი: 2021-05-17
- ↑ https://www.artic.edu/artworks/27992/a-sunday-on-la-grande-jatte-1884
- ↑ https://news.artnet.com/art-world/three-things-seurats-a-sunday-on-la-grande-jatte-2127114