კენიის მთის ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი კენიაში. დაარსდა 1949 წელს კენიის მთის მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით. მდებარეობს კენიის აღმოსავლეთი და ცენტრალური პროვინციების ტერიტორიაზე.
პარკის ფართობია 715 კმ², მისი დიდი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღლა. ტყის რეზერვატის ფართობია 705 კმ², საერთო ჯამში დაცული ტერიტორიის ფართობია 1420 კმ².
1997 წელს ეროვნული პარკი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| ეროვნული პარკი | |
---|
| ნაკრძალი | |
---|
| წყლის ნაკრძალები და ეროვნული პარკები | |
---|
|