კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი (ინგლ.Kennedy Space Center Visitor Complex) — ვიზიტორთა ცენტრი ნასასკენედის კოსმოსურ ცენტრში მერიტის კუნძულზე, ფლორიდაში. აქ წარმოდგენილია ექსპონატები და გამოფენები, ისტორიული კოსმოსური ხომალდები და სამახსოვრო ნივთები, შოუები, ორი IMAX თეატრი და მრავალი ტური კოსმოსურ პორტში. ,,კოსმოსური შატლი ატლანტისის" გამოფენა მოიცავს ატლანტისის ორბიტერს და შატლის გაშვების ექსპერიმენტს, იმიტირებულ მოგზაურობას კოსმოსში. კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი ასევე გთავაზობთ ასტრონავტთა სწავლების გამოცდილებას, მათ შორის მრავალ-ღერძულ სკამს და მარსის ბაზის სიმულატორს.[1] ვიზიტორთა კომპლექსს ასევე აქვს ყოველდღიური პრეზენტაციები NASA– ს ვეტერანი ასტრონავტისგან. ავტობუსის ტური მოიცავს ცალკე აპოლოს/სატურნის V ცენტრს. 2016 წელს ვიზიტორთა კომპლექსს 1.7 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა.[2]
ისტორია
კომპლექსი დაარსდა 1963 წელს, როდესაც ნასას ადმინისტრატორმა ჯეიმზ ვებმა1960-იან წლებში შექმნა თვითმართვადი ტურები, რომლის საშუალებითაც საზოგადოებას შეეძლო წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის გავლა კეიპ კანავერალის საჰაერო ძალების სადგურზე. დაახლოებით 100,000 ვიზიტორი მივიდა ამ ტურზე იმ წელს. 1964 წლისთვის ეს რიცხვი 250,000-მდე გაიზარდა.
1965 წელს კომპლესის დირექტორს კურტ დებუსს გადაეცადა 2 მილიონი აშშ დოლარი ვიზიტორთა სრულმასშტაბიანკ ცენტრის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს 42 ჰექტარს. Spaceport USA-მა 500,000 ვიზიტორს უმასპინძლა 1967 წელს, ხოლო 1969 წელს ერთ მილიონს. ათიათასობით ვიზიტორმა დაათვალიერა ცენტრი 1968 წლის 24 დეკემბერს, აპოლო 8-ის მთვარის ორბიტაზე (დისკზე) მისვლის შემდეგ.[3]
1966 წლის 22 ივლისიდან დაიწყო TWA-ს მიერ ორგანიზებული საჯარო ტურები 40 სამგზავრო ავტობუსით. ტარდებოდა ბილეთები ღირდა 0,50 აშშ დოლარი 12 წლამდე ბავშვებისთვის და 2,50 დოლარი უფროსებისთვის უფრო გრძელი ტურისთვის. პირველ დღეს 1500-ზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა და დამატებითი ავტობუსებიც სწრაფად დაემატა. TWA–მ განაგრძო ტურები 1976 წლამდე.[4]
როდესაც NASAმთვარეს ,,მიუახლოვდა", პოპულარობა გაიზარდა. 1969 წლისთვის ვიზიტორთა ცენტრი იყო ფლორიდის მეორე ყველაზე მიმზიდველი ატრაქციონი, ტამპას ბუშის ბაღების უკან.[5] როდესაც ცენტრის ახლოს დისნეილენდი გაიხსნა 1971 წელს, ვიზიტორთა ცენტრის დასწრება გაიზარდა 30%-ით. არსებული ჩვენებები მეტწილად შედგებოდა ნასას კონტრაქტორების მიერ შემოწირული სავაჭრო შოუს ექსპონატებისგან. იმავე წლის ბოლოს, ვიზიტორთა კომპლექსის $ 2.3 მილიონიანი განახლება დაიწყო.[6]
1995 წელს დელავერ ნორთის კომპანიები შეირჩა ვიზიტორთა ცენტრის ფუნქციონირებისთვის. 1995 წლიდან 2007 წლამდე ვიზიტორთა ცენტრმა განიცადა მრავალი ცვლილება, მათ შორის რესტორნების, საცალო მაღაზიების, ავტობუსების და ახალი ექსპონატების გაუმჯობესება. ამ დროს მიიღო ვიზიტორთა კომპლექსმა თავისი ამჟამინდელი სახელი, კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი. მას შემდეგ დაწესებულება მთლიანად დამოუკიდებელია და არ იღებს დაფინანსებას.[7] კენედის კოსმოსური ცენტრის ვიზიტორთა კომპლექსი 2016 წელს Trip Advisor– ის მიერ შეერთებულ შტატებში მე-8 საუკეთესო მუზეუმად იქნა მიჩნეული.[8] ვიზიტორთა კომპლექსს ჰქონდა ვიზიტების ზრდა 2010-იან წლებში, ნაწილობრივ იმის გამო, რომ შეიქმნა კოსმოსური შატლი ატლანტისი. ნასამ განაახლა კონტრაქტი დელავერ ნორთის კომპანიებთან 2028 წლამდე.[9]
ატრაქციონები
ვიზიტორთა კომპლექსი მოიცავს ორ ობიექტს, რომელსაც ასტრონავტების მემორიალური ფონდი მართავს. მათგან ყველაზე თვალსაჩინოა Space Mirror Memorial, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ასტრონავტების მემორიალი, უზარმაზარი შავი გრანიტის სარკე, რომელზეც ამოტვიფრულია ყველა ასტრონავტის სახელი, რომლებიც დაიღუპნენ მოვალეობის შესრულებისას. ვიზიტორთა კომპლექსის ტერიტორიაზე არის ფონდის კოსმოსური განათლების ცენტრი, რომელიც სხვა რესურსებთან ერთად მოიცავს მასწავლებლების რესურსცენტრს. ასევე აქ არის კურტ დებუსის საკონფერენციო ცენტრი. Heroes & Legends, რომელმაც შეცვალა ადრეული კოსმოსური კვლევის ექსპონატი, განთავსებულია აშშ-ს ასტრონავტთა დიდების დარბაზში და ხდება რამდენიმე ექსპონატის ჩვენება. მათ შორისაა Gemini 9Aკოსმოსური ხომალდი, ასევე მერკურის კონტროლის ცენტრის დასასვენებელი ოთახი, კონსოლებისა და ავეჯის გამოყენებით, რომელიც გადატანილია ორიგინალური შენობიდან კეიპ კანავერალის კოსმოსურ სადგურზე. ისინი ადრე განთავსებული იყო მერკურის მისიის კონტროლის ობიექტში, რომელიც იყო ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში, მაგრამ ის დაანგრიეს 2010 წლის მაისში აზბესტის გამო შეშფოთების გამო და შენობა განახლდება სავარაუდოდ 40 წლის შემდეგ.[10]