კეიტ ბოსუორთი დაიბადა 1983 წლის 2 იანვარს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, დედამისის — დიასახლისის პატრისიის და მამამისის — ყოფილი ტოპ-მენეჯერის ჰაროლდ ბოსუორთის ოჯახში.[3][4] ექვსი წლის ასაკში ოჯახმა დატოვა სან-ფრანცისკო. ჰაროლდ ბოსუორთის სამსახურის გამო ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა ქვეყანაში.[3] კეიტი ძირითადად გაიზარდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (მასაჩუსეტსისა და კონექტიკუტის შტატებში).[3] ბოსუორთი ყოველთვის იყო დაინტერესებული საცხენოსნო სპორტით.[3][5] იგი დაიბადა ჰეტეროქრომიით, რის გამოც მარჯვენა თვალი ყავისფერი აქვს, ხოლო მარცხენა თვალი — ცისფერი ფერის.[6]
2004 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „შეხვედრა ვარსკვლავთან“, რომელიც გაკრიტიკდა და ამასთანავე ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე წელს განასახიერა სანდრა დის სახე ფილმში „ზღვასთან“, რომელმაც კინოკრიტიკოსების მხრიდან შერეული აღიარება მიიღო, ამასთანავე ფინანსური თვალსაზრისით მარცხი განიცადა. ბოსუორთი იყო Revlon-ის სახე, ხოლო FHM-ის გამოკითხვაში „მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალები“ — დაიკავა მე-60 ადგილი.[10]
2002-2006 წლებში ბოსუორთი ხვდებოდა მსახიობ ორლანდო ბლუმს.[6][14][15] 2006-2009 წლებში ხვდებოდა ჯეიმზ რუსოს, რომელმაც ბოსუორთისთვის დაწერა სიმღერა „To Make You Mine“. ურთიერთობაში იმყოფებოდა აგრეთვე მსახიობთან ალექსანდრე სკარსგორდთან.[16]. კეიტ ბოსუორთი ქორწინებაში იმყოფება მაიკლ პოლიშთან.[17]
↑Her middle name is "Ann" rather than "Anne". State of California. California Birth Index, 1905-1995. Center for Health Statistics, California Department of Health Services, Sacramento, California. Lists Catherine Ann Bosworth born January 2, 1983 in Los Angeles, California. At Ancestry.com