კატია-ლა-მარი (ესპ. Catia La Mar) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ვარგასის შტატში. სახელი ეწოდა ადგილობრივი ბელადის, კატიას პატივსაცემად.
ქალაქის შემოსავლების ძირითად წყაროს ვაჭრობა, ტურიზმი და ტრანსპორტი წარმოადგენს. კატია-ლა-მარში მდებარეობს ვენესუელის საზღვაო აკადემია და საზღვაო წვრთნების ცენტრი, ასევე ვენესუელის ერთადერთი საზღვაო ვაჭრობის უმაღლესი სასწავლებელი — კარიბის საზღვაო უნივერსიტეტი. ქალაქის პორტი შტატის თევზჭერის 30 %-ს უზრუნველყოფს.
1999 წელს კატია-ლა-მარის მოსახლეობა 123 000 ადამიანს შეადგენდა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში