კარტახენა (ესპ. Cartagena) — ქალაქი ესპანეთში, მურსიის ავტონომიურ რგიონში. სახელწოდება მომდინარეობს კართაგენისაგან.
კარტახენა დააარსა კართაგენელმა სარდალმა ჰასდრუბალმა ძვ. წ. 227 წელს და უწოდა "ქართ ჰადაშტი" – კართაგენის კოლონია.[1] ქალაქს აყვავების ხანა რომის იმპერიის მართველობის დროს ჰქონდა, რომლებიც მას Carthago Nova–ს უწოდებდნენ და ის რომაული პროვინცია კარფაგენიკას დედაქალაქი იყო. კარტახენა ასევე მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა ომაიანთა სახალიფოს მიერ (რომლებიც მას ქართაიანატ ალ–ხალიფას უწოდებდნენ) ესპანეთის დაპყრობის დროს.
XVI საუკუნიდან ის წარმოადგენს ესპანეთის მნიშვნელოვან საზღვაო პორტს. XVIII საუკუნეში ესპანეთის მმართველობაში ბურბონების მოსვლის შემდეგ კარტახენა გახდა ესპანეთის ფლოტის ხმელთაშუა ზღვის დეპარტამენტი და დღემდე რჩება მნიშვნელოვან საზღვაო პორტად.
მდიდარი ისტორიული წარსულის გამო ქალაქში მრავლადააა შემორჩენილი როგორც ფინიკიური, რომაული, ბიზანტიური, მავრიტანული არქიტექტურის ასევე XX საუკუნის არტ-ნუვოს ნიმუშები.
მის სახელს ატარებს ქალაქი კარტახენა კოლუმბიაში.
ისტორია
კარტახენა დააარსეს კართაგენელებმა, რომაელები მას უწოდებდნენ ახალ კართაგენს.
ჰავა
კარტახენას აქვს თბილი, ნახევრად მშრალი ჰავა. მისი საშუალო წლიური ტემპერატურა არის დაახლოებით 20 °C. ყველაზე ცივი თვეა იანვარი, საშუალოდ 12 °C – გრადუსით, ხოლო ყველაზე ცხელი თვე აგვისტო 26 °C–ით. რეგიონში ქარი წარმოადგენს მნიშვნელოვან კლიმატურ ფაქტორს.[2]
დემოგრაფია
კარტახენას დემოგრაფიული სურათი 1842–წლიდან.
სქოლიო