კარპოვსკის ხიდი (რუს. Карповский мост) — საფეხმავლო, ტრამვაისა და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე კარპოვკაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს იოანეს შესახვევსა და სააფთიაქოს კუნძულს და ასევე ვსევოლოდ ვიშნევსკის ქუჩასა და პეტროგრადის კუნძულს. ხიდის სიგრძეა 19 მეტრი, ხოლო სიგანე — 21,5 მეტრი.
მდებარეობა
კარპოვსკის ხიდთან ახლოს მდებარეობს წმინდა იოანეს სტავროპიგიალური მართლმადიდებლური დედათა მონასტერი, რომელიც 1900 წელს დააარსა იოანე კრონშტადტელმა.
დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს გესლეროვსკის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით — ბაროკოს ხიდი.
ისტორია
პირველი გადასასვლელი ამ ადგილზე ააგეს 1950 წელს. ტრამვაის ხაზის გადატანასთან დაკავშირებით კიროვის პროსპექტიდან ვიაზემსკის შესახვევისაკენ. პროექტის ავტორი იყო „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერი ვ. ვ. ბლაჟევიჩი. მან ააგო ლითონის ხიდი ხის საფარით.
კარპოვსკის პირველი ხიდი, რომელსაც სახელი ეწოდა მდინარე კარპოვკის მიხედვით, იყო ლითონის და სამმალიანი. იმ პერიოდის მონაცემებით მისი სიგრძე იყო 32,4 მეტრი, ხოლო სიგანე — 17,2 მეტრი.
კონსტრუქცია
ხიდი ერთმალიანია, მისი ბურჯები რკინა-ბეტონისგანაა აგებული და მოპირკეთებულია გრანიტით, ხოლო მოაჯირები ლითონისგანაა დამზადებული.
ხიდი განკუთვნილია ტრამვაის, ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი და ტროტუარები ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია გრანიტის მაღალი ფილებით.
ლიტერატურა
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 94. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.
რესურსები ინტერნეტში