კაროლინა ბრაუნშვაიგელი

კაროლინა ბრაუნშვაიგელი
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 იანვარი, 1820
მმართ. დასასრული: 7 აგვისტო, 1821
წინამორბედი: შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
მემკვიდრე: ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 მაისი, 1768
დაბ. ადგილი: ბრაუნშვაიგი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 7 აგვისტო, 1821, (53 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო
დაკრძ. ადგილი: 25 აგვისტო, 1821
ბრაუნშვაიგი, გერმანია
მეუღლე: ჯორჯ IV, დიდი ბრიტანეთის მეფე
(ქ. 1795 - განშ. 1796)
შვილები: შარლოტა, უელსის პრინცესა
სრული სახელი: კაროლინა ამალია ელიზაბეთი
დინასტია: ბრაუშვაიგ-ბევერნები
მამა: კარლ ვილჰელმ ფერდინანდი, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი
დედა: ავგუსტა ბრიტანელი
რელიგია: პროტესტანტიზმი

კაროლინა ბრაუნშვაიგელი (გერმ. Caroline von Braunschweig, ინგლ. Caroline of Brunswick; დ. 17 მაისი, 1768 — გ. 7 აგვისტო, 1821) — დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი 1820-21 წლებში როგორც ჯორჯ IV-ის მეუღლე. უელსის პრინცესა შარლოტ ავგუსტას დედა. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის დის შვილი.

ბიოგრაფია

ბავშვობა და ახალგაზრდობა

პრინცესა კაროლინა 1798 წელს

კაროლინა დაიბადა 1768 წლის 17 მაისს საღვთო რომის იმპერიაში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ კარლ ვილჰელმ ფერდინანდისა და მისი მეუღლის, დიდი ბრიტანეთის პრინცესა ავგუსტა ფონ ჰანოვერის ქალიშვილი. დედამისი მეფე ჯორჯ II-ის შვილიშვილი და მეფე ჯორჯ III-ის ღვიძლი და იყო, აგრეთვე დეიდად ერგებოდა დანიისა და ნორვეგიის ლეგენდარული დედოფალი კაროლინა მატილდა ბრიტანელი.

იგი დაბადებისთანავე მოსწყვიტეს დედას, ვინაიდან მამამისს მისი დედისგან დაცვა სურდა, რის გამოც იგი არაჰუმანურ აღმზრდელებს მიაბარა. მისი მასწავლებლები ადგილობრივი ხელისუფლებით უკმაყოფილო და მეამბოხე ხალხი იყვნენ, რის გამოც კაროლინა ბავშვობაში ველური, ურჩი, ბიჭური გარეგნობისა და თავხედი ხასიათისა იყო. იგი ყოველთვის თავის ძმებთან ერთად თამაშობდა, იყო ძალიან თამამი და არ შეეძლო გოგონებისთვის განკუთვნილი თოჯინებით თამაში. იმისათვის, რომ მისთვის პროტესტანტული აღმსარებლობა შეენარჩუნებინათ, მისი გათხოვების არეალში მხოლოდ ჩრდილო ევროპული სახელმწიფოები მოიაზრებოდნენ. ერთ-ერთი სახელმწიფოს ელჩმა, კაროლინას ნახვის შემდეგ მასზე ასეთი ჩანაწერი გააკეთა:

ვიკიციტატა
„ძალიან ფიცხია, ცელქი, სიცოცხლით სავსე, სასაცილო და საკმაოდ დაუხვეწავი.“

18 წლის ასაკში კაროლინას ადგილობრივი ოფიცერი შეუყვარდა. მათ შორის არსებული ღრმა წოდებრივი უფსკრულის გამო, მამამისმა ის ოფიცერი ყველაზე შორეულ საზღვარზე გაუშვა სამუშაოდ, რათა კაროლინა გონს მოეყვანა. ცნობილია, რომ მას ძალიან მოსწონდა დაბალი ფენის ხალხთან კონტაქტი და მათთან მეგობრობდა კიდეც, რაც მისი რანკის მქონე ადამიანისთვის შეუსაბამო იყო, ამიტომაც მამამისმა მას მუდმივი მეთვალყურე მიუჩინა, რათა ეს ყოველივე აღმოფხვრილიყო.

ქორწინება

ჯორჯ უელსელისა და კაროლინა ბრაუნშვაიგელის ქორწინება

1795 წლის 7 აპრილს, იგი ცოლად შერთეს დედამისის ძმის, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის უფროს ვაჟს, უელსის პრინც ჯორჯს. მათი ქორწინება თავიდანვე უბედურებისთვის იყო განწირული, რადგან იგი ორმხრივი იმედგაცრუებით დაიწყო. პრინცმა როდესაც კაროლინა ნახა, იგი გაცილებით უფრო პუტკუნა და სხვანაირი აღნაგობის იყო, ვიდრე იმ პორტრეტზე რომელიც მას აჩვენეს. ჯორჯი კი გამუდმებით მთვრალი იყო და ცოლს არც კი ეკარებოდა. კაროლინას თქმით, მათი პირველი ღამე ჯორჯმა მხოლოდ ძილში გაატარა. შემდგომში კაროლინამ ასეთი რამ განაცხადა:

ვიკიციტატა
„მამაჩემი გმირი იყო, ჩემი ქმარი კი არარაობაა.“

მიუხედავად ამგვარი წარუმატებლობისა, ქორწილიდან ერთ წელიწადში, 1796 წელს კაროლინამ გოგონა გააჩინა, რომელსაც მისი დედამთილისა და დედის პატივსაცემად შარლოტ ავგუსტა დაარქვეს. ბავშვი გაჩენიდან სულ მალე წაართვეს კაროლინას და მისგან დამოუკიდებლად ზრდიდნენ. კაროლინას სამეფო კარზე ყველა აიგნორებდა და ფაქტობრივად იგი სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა. სულ მალე ჯორჯს ყელში ამოუვიდა კაროლინას სამეფო კარზე ყოფნა, რის გამოც, ქორწინებიდან ორწელიწად ნახევარში უელსის პრინცმა თავისი მეუღლე მოიშორა და იგი ლონდონთან ახლოს მდებარე სოფელ ბლექჰაითში გადაასახლა.

გაძევება და ჩრდილში ცხოვრება

კაროლინა ბრაუნშვაიგელი

1799 წლიდან ჯორჯმა რომანი გააჩაღა მერი ფიცერბერტთან. სულ მალე მას იგი შეუყვარდა, რის გამოც კაროლინასთან არსებული ქორწინების ანულირება და მერიზე დაქორწინება მოინდომა, თუმცა ვინაიდან ეს ვერ მოხერხდებოდა, იგი გადაასახლა და მუდმივი კონტროლი დაუწესა.

1802 წელს, გადასახლებაში მყოფმა კაროლინამ რამდენიმე თვიანი ახლო ურთიერთობა დაიჭირა იალქნების ხელოსან უილიამ ოსტინთან. ეს ამბავი სულ მალე მთელს სამეფოს მოედო და დაიწყო ჭორ-სკანდალების აგორება. საბოლოოდ იქამდეც მივიდა საქმე, რომ შარლოტას მამად ხალხი უილიამს ასახელებდა, რაც მალე ჯორჯმაც დაიჯერა. ამ ყოველივემ კაროლინა ძალიან გააბრაზა და თავის ქმარს ასეთი რამ განუცხადა:

ვიკიციტატა
„ჩემი ქალიშვილის მამა ამ ქვეყნის მომავალი მეფეა (იგულისხმება ჯორჯი) და თუ ამის არ გჯერათ, მაშინ ის ყოფილა უელსის პრინცი !“

სულ რამდენიმე წელიწადში კაროლინას რომანში დასდეს ბრალი შემდეგ პირებთან: ადმირალი სმიტი, ჯორჯ კანინგი და თომას ლორენსი. სიმართლის დასადგენად, 1806 წელს ჯორჯმა საგამომძიებო კოალიცია შექმნა, რომელთაც უნდა გამოეკვლიათ კაროლინას გადასახლებაში ყოფნისას მიმდინარე მოვლენები. 1807 წელს, მათ დაასკვნეს რომ დედოფალს არცერთ მათგანთან არ ჰქონია რომანი, რასაც კაროლინას ავტორიტეტის აღდგენა მოჰყვა, 1808 წელს კი მას აღუდგინეს უელსის პრინცესის წოდებაც. 1811 წლიდან კაროლინას ქმარი, პრინცი ჯორჯი მისი ჭკუიდან შეშლილი მამის, მეფე ჯორჯ III-ის რეგენტი ხდება. ამის შემდეგ, იგი უფრო შემწყნარებელი გახდა და კაროლინას ნება დართო შარლოტა თვეში რამდენჯერმე ენახა ხოლმე.

1814 წელს, კაროლინამ ქმრის ნებართვით აღმოსავლეთ ინგლისსა და გერმანიაში იმოგზაურა, ასევე ეწვია რომს, ნეაპოლს, საბერძნეთს, კაიროსა და იერუსალიმს, რის შემდეგაც კვლავ იტალიაში დაბრუნდა და დროებით კომოს ტბისპირა ვილაში დასახლდა.

როგორც აღმოჩნდა ინგლისელები მას თვალს არც საზღვარგარეთ აშორებდნენ. კომოში დასახლების შემდეგ მისთვის ყველაზე დამამცირებელი ჭორი გავრცელდა ადგილობრივ ბარონ ბართოლომეო პერგანთან რომანის თაობაზე. ამის გამო, მან დაუყოვნებლივ დატოვა კომო და პესაროში გადავიდა, თუმცა მისი ქმრის ჯაშუშები აქაც გაჰყვნენ. რეალურად, ჯორჯი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა მიზეზი მოეძებნა და მასთან განქორწინებულიყო.

დედოფალი

დედოფალი კაროლინა

1820 წელს ჯორჯ IV ტახტზე ავიდა და ბრძანა, რომ კაროლინასთვის არ მიენიჭებინათ დედოფლის წოდება და უფლებები, ამასთან მან თავის ცოლს ქვეყანაში დაბრუნება აუკრძალა. როდესაც ეს მოხდა კაროლინა იტალიაში იყო და ისედაც აღარ აპირებდა უკან დაბრუნებას, თუმცა ქმრის ჯინაზე, რომელიც მთელი არსებით სძულდა, 6 ივნისს ლონდონში დიდი ტრიუმფით შევიდა. აღსანიშნავია, რომ ხალხი მას დიდად გულშემატკივრობდა და დედოფალს ეძახდა.

დაბრუნებულ კაროლინას ჯორჯმა ამჯერად უკვე ლორდ ლივერპულთან რომანი შეუთითხნა და საქმე სასამართლომდეც მიიყვანა. ამის შემდეგ დაიწყო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სასამართლო პროცესი, რომლის მსგავსიც ბოლოს ჰენრი VIII-ის დროს მოხდა. თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ თავისი მოწმე წარადგინა პარლამენტში და დედოფალს დაუდგა თავდებად. ამასთან, კაროლინას მხარეს იყო ხალხიც. საბოლოოდ, 10 ნოემბერს პროცესი დედოფლის სასარგებლოდ დასრულდა. ამის შემდეგ იგი ლონდონში მდგარ ბრანდენბურგის სასახლეში დასახლდა, რომელსაც სამეფო რეზიდენციის წოდება ჰქონდა. 1821 წლის 19 ივლისს შედგა ჯორჯის კორონაცია, რომელმაც კაროლინა დააიგნორა და არ აკურთხა დედოფლად.

ამ ამბიდან სულ მალე, 1821 წლის 7 აგვისტოს კაროლინა ბრაუნშვაიგელი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მეფის ბრძანებით მოწამლეს ლიმონათით, რომელმაც მუცლის დაავადებები გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მაშინდელმა ექიმებმა დედოფლის გარდაცვალების მიზეზად სიმსივნე დაასახელეს. კაროლინას უკანასკნელი სიტყვები იყო:

ვიკიციტატა
„ექიმებს არ სურთ აღიარონ ჩემი მოწამვლა. ეს მან ჩაიდინა...“

მისივე ანდერძის მიხედვით, მისი სხეული გერმანიაში გადაასვენეს და მის მშობლიურ ბრაუნშვაიგში დაკრძალეს.

ქალიშვილი

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა მოკლე ბიოგრაფია
შარლოტ

ავგუსტა

7 იანვარი, 1796,

ლონდონი, ინგლისი

6 ნოემბერი, 1817,

სარი, ინგლისი,

(21 წლის)

უელსის პრინცესა და ჯორჯ IV-ის ერთადერთი ტახტის მემკვიდრე. 1816 წელს ცოლად შერთეს

ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ს. იგი ქორწინებიდან მალევე დაორსულდა და პირველივე

მშობიარობას გადაჰყვა, რის გამოც შემდომში ტახტზე მისი ბიძაშვილი დედოფალი ვიქტორია

ავიდა.

წინაპრები

ლიტერატურა

  • 1816. Aus dem Italienischen. Sauerländer, Aarau, 1817. Autor ist vermutlich Giuseppe Marocco.
  • Bartolomeo Baron von Pergami: Historische Denkwürdigkeiten und Aktenstücke aus dem Leben und über den Proceß des Königin Caroline von England. Denkwürdigkeiten des Baron von Pergami. Brockhaus, Leipzig und Altenburg, 1821.
  • Karin Feuerstein-Praßer: Caroline von Braunschweig. Englands ungekrönte Königin. Pustet, Regensburg 2009, ISBN 978-3-7917-2224-5.
  • Thea Leitner: Skandal bei Hof. Ueberreuter, Wien 1993, ISBN 3-8000-3492-1.
  • Neuausgabe unter dem Titel: Skandal bei Hof. Frauenschicksale an Europas Fürstenhöfen. Piper, München 2004, ISBN 3-492-24165-4.
  • Marita A. Panzer: Englands Königinnen. Von den Tudors zu den Windsors. Piper, München 2003, ISBN 3-492-23682-0.
  • Jane Robins: Rebel Queen. How the Trial of Caroline Brought England to the Brink of Revolution. Pocket Books, London 2007, ISBN 0-7434-7826-6.
  • Elke Schlüter: Caroline Amalie Elisabeth von Braunschweig-Lüneburg, Prinzessin von Wales. In: Christof Römer (Hrsg.): Braunschweig-Bevern, ein Fürstenhaus als europäische Dynastie 1667–1884. Landesmuseum, Braunschweig 1997, ISBN 3-927939-38-2, S. 305–314.

Read other articles:

The Trump OrganizationTrump Tower, markas The Trump OrganizationJenisPerusahaan swastaIndustriKonglomeratDidirikan1923; 101 tahun lalu (1923)(dengan nama Elizabeth Trump & Son[1])PendiriElizabeth dan Fred TrumpKantorpusatTrump Tower, New York CityWilayah operasiSeluruh duniaTokohkunci Donald Trump (Ketua & Presiden) Donald Trump Jr. (Wakil Presiden Eksekutif) Ivanka Trump (WPE) Eric Trump (WPE) Michael D. Cohen (WPE)[2] Jason Greenblatt (WPE)[3] Allen Weis...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. Red 11SutradaraRobert RodriguezProduserRobert RodriguezDitulis oleh Robert Rodriguez Racer Rodriguez BerdasarkanRebel Without a Crewoleh Robert RodriguezPemeran Roby Attal Lauren Hatfield Alejandro Rose-Garcia Eman Esfandi Steve Brudniak Brently Heilb...

 

Keuskupan GraciasDioecesis GratiensisDiocesis de GraciasKatolik Gereja Katedral Bunda Belas KasihLokasiNegara HondurasProvinsi gerejawiProvinsi San Pedro SulaStatistikLuas7.537 km2 (2.910 sq mi)Populasi- Total- Katolik(per 2021)574693500,000 (87%)Paroki21InformasiDenominasiKatolik RomaRitusRitus RomaPendirian27 April 2021; 2 tahun lalu (2021-04-27)KatedralKatedral Santo Markus di GraciasKepemimpinan kiniPausFransiskusUskupWalter Guillén Soto, S.D....

Russian saints You can help expand this article with text translated from the corresponding article in Russian. (August 2009) Click [show] for important translation instructions. View a machine-translated version of the Russian article. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than simply copy-pasting machine-translated text into th...

 

جائزة جنوب إفريقيا الكبرى 1972 (بالإنجليزية: Sixth AA Grand Prix of South Africa)‏  السباق 2 من أصل 12 في بطولة العالم لسباقات الفورمولا واحد موسم 1972 السلسلة بطولة العالم لسباقات فورمولا 1 موسم 1972  البلد جنوب إفريقيا  التاريخ 4 مارس 1972 مكان التنظيم خاوتينغ، جنوب أفريقيا طول المسار 4.1...

 

Новые стихотворения Жанр поэзия Автор Райнер Мария Рильке Дата первой публикации 1907 «Но­вые сти­хо­тво­ре­ния» (англ. Neue Gedichte) — сборник стихов Райнера Марии Рильке, опубликованный в 1907 (собственно «Новые стихотворения») и в 1908 («Новых стихотворений вторая часть») ...

Railway station in Tyne and Wear, England DunstonGeneral informationLocationDunston, GatesheadEnglandCoordinates54°57′00″N 1°38′29″W / 54.9499976°N 1.6414408°W / 54.9499976; -1.6414408Grid referenceNZ230617Owned byNetwork RailManaged byNorthern TrainsTransit authorityTyne and Wear PTEPlatforms2Tracks2Other informationStation codeDOTClassificationDfT category F2HistoryOriginal companyNorth Eastern RailwayPre-groupingNorth Eastern RailwayPost-grouping London ...

 

Italian film director, screenwriter and actor Nando CiceroBornFernando Cicero(1931-01-22)22 January 1931Asmara, Italian EritreaDied30 July 1995(1995-07-30) (aged 64)Rome, ItalyOccupationfilm director Fernando Cicero, better known as Nando Cicero (22 January 1931 – 30 July 1995), was an Italian film director, screenwriter and actor. Born in Asmara, Cicero debuted as an actor, working with directors such as Luchino Visconti (Senso, 1953), Roberto Rossellini (Vanina Vanini, 1961), Frances...

 

غاز الفحم [1] (أو غاز الاستصباح) هو وقود غازي سريع الاشتعال، وهو أحد نواتج التقطير الإتلافي للفحم، وهو ما يصل للبيوت عن طريق شبكات الغاز للتغذية المنزلية. يشير المصطلح الأعم غاز المدينة إلى الوقود الغازي المصنع لبيعه إلى المستهلكين في البلديات. غاز الفحم المستخرج في عمل�...

Частина серії проФілософіяLeft to right: Plato, Kant, Nietzsche, Buddha, Confucius, AverroesПлатонКантНіцшеБуддаКонфуційАверроес Філософи Епістемологи Естетики Етики Логіки Метафізики Соціально-політичні філософи Традиції Аналітична Арістотелівська Африканська Близькосхідна іранська Буддій�...

 

For other articles of the same title, see Battle of Bạch Đằng. Battle of Bạch Đằng (938)Map of   Tĩnh Hải quân tiết độ sứ (靜海軍節度使) and   Southern Han (南漢)DateAutumn 938LocationBạch Đằng River, Vietnam 20°50′39″N 106°37′54″E / 20.8442°N 106.6317°E / 20.8442; 106.6317Result Tĩnh Hải Quân victoryBelligerents Tĩnh Hải quân Southern HanCommanders and leaders Ngô Quyền Liu YanLiu Hongcao...

 

Questa voce o sezione sugli argomenti partigiani e politici italiani non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti dei progetti di riferimento 1, 2. Angelo Mauri Ministro dell'agricoltura del Regno d'ItaliaDurata mandato4 luglio 1921 –26 febbraio 1922 MonarcaVittorio Emanuele III di Savoia Capo del governoIvanoe Bon...

Syrian Islamic scholar (born 1963) Not to be confused with Mohammad Yaqoobi. This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources: Muhammad al-Yaqoubi – news · newspapers · books · scholar · JSTOR (Ju...

 

Cove in Rügen, Germany This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Hagensche Wiek – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2019) (Learn how and when to remove this message) The location of Hagensche Wiek Hagensche Wiek is a cove in the east of the Rügischer Bodden that cuts deeply into the Mönchgut peninsula...

 

English soldier, adventurer and politician For other people named Thomas Shirley, see Thomas Shirley (disambiguation). Sir Thomas Shirley (1564 – c. 1634) was an English soldier, adventurer and politician who sat in the House of Commons at various times between 1584 and 1622. His financial difficulties drove him into privateering which culminated in his capture by the Turks and later imprisonment in the Tower of London. Family Thomas Shirley was the eldest son of Sir Thomas Shirley of Wisto...

Durham Dean and Chapter LibraryGospel Book Fragment (Durham Cathedral Library, A. II. 10.)54°46′24″N 1°34′32″W / 54.77333189686748°N 1.5756732695219298°W / 54.77333189686748; -1.5756732695219298LocationDurham, EnglandEstablished995Other informationAffiliationDurham CathedralWebsitehttps://www.durhamcathedral.co.uk/explore/treasures-collections/cathedral-library The Crucifixion from the Durham Gospels The Durham Dean and Chapter Library, also known as Durha...

 

Blended learning platform by GoogleThis article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Google Classroom – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2021) (Learn how and when to remove this message) Google ClassroomDeveloper(s)GoogleInitial releaseAugust 12, 2014; 10 years ago (2014-0...

 

Milentija Popovića L'hôtel Hyatt Regency Belgrade, au n° 5 Situation Coordonnées 44° 48′ 47″ nord, 20° 26′ 04″ est Pays Serbie Ville Belgrade Quartier(s) Novi Beograd Début Bulevar Mihaila Pupina Fin Bulevar Milutina Milankovića Morphologie Type Rue Géolocalisation sur la carte : Serbie modifier  La rue Milentija Popovića (en serbe cyrillique : Милентија Поповића) est située à Belgrade, la capitale de la Serbie...

Ivy League Digital NetworkType of siteSports broadcastingOwnerCouncil of Ivy Group PresidentsURLivyleaguedigitalnetwork.comLaunched28 June 2013; 11 years ago (2013-06-28)Current statusDiscontinued July 12, 2018 Ivy League Digital Network was an Internet television website and operated by the Ivy League. The internet network was first available to subscribers in the fall of 2013, and covered all eight of the Ivy League schools. The site used technology provided by NeuLio...

 

Type of first-level administrative division of Ukraine Oblasts of Ukraine Sea of Azov Black Sea Dnieper • Chernihiv Chernivtsi Cherkasy Dnipropetrovsk Donetsk Ivan.-Fr. Kharkiv Kherson Kyiv Kirovohrad Khmel. Luhansk Lviv Mykolaiv Odesa Poltava Rivne Sumy Ternopil Vinnytsia Volyn Zakarpattia Zaporizhzhia Zhytomyr •Sevastopol Crimea Russia Belarus Poland Slov. Hung. Romania Moldova Serb. CategoryFirst-level subdivision of a unitary stateLocation UkraineCreated27 February 1932 ...