კაროლინ ემა კრიადო პერესი (დ. 1984 ) — ბრიტანელი ფემინისტი ავტორი, ჟურნალისტი და აქტივისტი . მისი პირველი ეროვნული კამპანია, პროექტი ქალთა ოთახი, მიზნად ისახავდა ქალი ექსპერტების წარმომადგენლობის გაზრდას მედიაში . იგი ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის ბანკნოტებიდან ერთადერთი ქალის სურათის ამოღებას (გარდა დედოფლისა ), რასაც მოჰყვა ინგლისის ბანკის სწრაფი განცხადება, რომ ჯეინ ოსტინის სურათი 2017 წლისთვის 10 ფუნტის კუპიურაზე გამოჩნდებოდა. [4]ამ კამპანიამ გამოიწვია კრიადო პერესისა და სხვა ქალების მიმართ მუდმივი შევიწროება სოციალურ ქსელ Twitter-ზე; შედეგად, Twitter-მა გამოაცხადა საჩივრების პროცედურების გაუმჯობესების გეგმა. მისი ბოლო კამპანია იყო - ქალის სკულპტურა პარლამენტის მოედანზე; მილისენტ ფოსეტის ქანდაკება გაიხსნა 2018 წლის აპრილში, გაერთიანებულ სამეფოში ქალთა საარჩევნო უფლების გამარჯვების ასი წლის აღნიშვნის ფარგლებში. მისი 2019 წლის წიგნი უხილავი ქალები: მონაცემთა მიკერძოების გამოვლენა მამაკაცებისთვის შექმნილ სამყაროშიSunday Times-ის ბესტსელერი იყო. [5]
ბიოგრაფია
დაიბადა ბრაზილიაში 1984 წელს. ის არის კარლოს კრიადო პერესის ქალიშვილი, წარმოშობით არგენტინელი ბიზნესმენი და Safeway სუპერმარკეტების ქსელის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დიდ ბრიტანეთში. დედა, ელისონი, ინგლისელი რეგისტრირებული მედდა, რომელიც მუშაობდა, როგორც ექიმი საზღვრების გარეშე უამრავ ჰუმანიტარული დახმარების მისიაში. [6][7] ოჯახი მისი ბავშვობის პერიოდში ცხოვრობდა რამდენიმე ქვეყანაში, [8] მათ შორის ესპანეთში, პორტუგალიასა და ტაივანში, ასევე დიდ ბრიტანეთში. [7] როდესაც კრიადო პერესი 11 წლის იყო, მამამისი გადავიდა საცხოვრებლად ნიდერლანდებში . მან დაიწყო სკოლა ინტერნატში სწავლა (Oundle School), საჯარო სკოლა ნორთჰემპტონშირში, ინგლისი. [9] მას არ მოსწონდა იქ ყოფნა და სკოლის რეალობა აღწერა, როგორც ბულინგის კულტურა. [7]
კრიადო პერესმა ერთი წელი გაატარა ლონდონის უნივერსიტეტში, შემდეგ მიატოვა ისტორიის კურსი. [10] თინეიჯერობის პერიოდში ოპერისადმი გატაცება განუვითარდა, სურდა გამხდარიყო ოპერის მომღერალი [11] და სხვადასხვა სამუშაოების დახმარებით აფინანსებდა თავის სიმღერის გაკვეთილებს. [7]
კრიადო პერესი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ციფრულ მარკეტინგიში, [12] შემდეგ სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას. მან მოიპოვა ადგილი ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესასწავლად ოქსფორდის კებლე კოლეჯში, როგორც ზრდასრულმა სტუდენტიმა. [11] დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი 2012 წელს [7] ენისა და სქესის შესწავლამ და დებორა კამერონის წიგნმა, რომელიც განიხილავს სქესის ურთიერთობას ნაცვალსახელებთან, განაპირობა ის, რომ კრიადო პერესი აქტიური ფემინისტი გახდა. [10]
იგი 2012 წელს ლონდონის ბიბლიოთეკის სტუდენტური წერის კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა, მიიღო £1000 და სხვა პრიზები. [13] მას შემდეგ იგი მუშაობდა 2012 წელს ფარმაცევტული ინდუსტრიის საინფორმაციო და ქსელური პორტალზე რედაქტორად [12] და 2013 წელს ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრატურაში გენდერული კვლევების დამთავრების პროცესში იყო. [7]
2013 წლის ივნისში ჟურნალისტ კეტი ნიუმენის პროფილში The Telegraph- ში, კრიადო პერესი წერდა: „კულტურა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შედგება პატარა სექსისტური ქმედებებისგან, რომელთა იგნორირება შეგიძლიათ, მაგრამ როდესაც მათზე ერთობლივად ფიქრობთ, იწყებთ ყალიბის დანახვას.“ [14]
კამპანიები
ქალის წარმომადგენლობა მედიაში
2012 წლის ნოემბერში, კეტრინ სმიტთან ერთად, მან დააარსა ვებგვერდი Women's Room, რომლის მიზანია შეაგროვოს წინადადებები ქალი პროფესიონალებისთვის და მიაწოდოს ჟურნალისტებს მედიაში ქალების პროპორციის გაზრდის შესახებ. [15][16] ამ განვითარების უშუალო მიზეზი იყო 2012 წლის ოქტომბრის გადაცემა თინეიჯერების ორსულობისა და ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ, რომელშიც არცერთი ქალი ექსპერტი არ იყო გამოკითხული - ასევე , ინტერვიუერები მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ. [17] შედეგად, წამყვანმა ჯონ ჰამფრისს უნდა დაესვა შეკითხვა : „ქალი რომ ყოფილიყავი, ჩაიტარებდი თუ არა სკრინინგს უყოყმანოდ?“ [18] გამოკითხულთაგან ერთ-ერთი თინეიჯერული ორსულობის შესახებ საკითხზე იყო ველინგტონის კოლეჯის დირექტორი - ენტონი სელდონი. კრიადო პერესი წერდა, რომ სელდონი შეიძლება იყოს ავტორიტეტი ბრიტანეთის თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში, მაგრამ არა უშუალოდ განსახილველ თემაზე. [19] მან კომენტარი გააკეთა 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში: „ეს ხმები აყალიბებენ დებატებს და, შესაბამისად, ისინი დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ამჟამად პოპულისტურ საჯარო პოლიტიკაზე. საჯარო პოლიტიკა იმდენად რეაგირებს მედიაზე, მოდით გავხადოთ მედია საზოგადოების ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი“. [18]
2013 წლის აპრილში ვიკიპედიის დაპირისპირება ეხებოდა ამერიკელი ქალი რომანისტებისთვის ქვეკატეგორიის შექმნას, ის ამბობდა: „ეს ამტკიცებს აზრს, რომ კაცები არიან ნაგულისხმევი და არავითარ შემთხვევაში არ სჭირდებათ მარკირება, მაშინ როცა ქალები ჯერ კიდევ განიხილება, როგორც გამონაკლისი“. [20]
ქალები ბანკნოტებზე
სხვა კამპანიაში მან გააკრიტიკა ინგლისის ბანკის გადაწყვეტილება, ელიზაბეტ ფრაი შეეცვალა უინსტონ ჩერჩილით 5 ფუნტი სტერლინგის კუპიურაზე უკანა მხარეს; [21]დედოფალი გამოსახულია ბანკნოტების წინა მხარეს, უკანა მხარეს კი მხოლოდ ისტორიულად გამოჩენილი ადამიანები. კრიადო პერესმა აღნიშნა, რომ 2010 წლის თანასწორობის აქტი ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს „შეემცირებინათ დისკრიმინაცია“, ხოლო კუპიურაზე გამოსახულების შეცვლის ფაქტი საპირისპიროს წარმოაჩენდა. [22][21]
კამპანიამ, რომელმაც მოიპოვა 35000 მომჩივნის მხარდაჭერა და ფინანსური მხარდაჭერა პოტენციური სამართლებრივი გამოწვევისთვის [23][21] აიძულა მარკ კარნი, ინგლისის ბანკის ახლად დანიშნულ გუბერნატორი, გამოეცხადებინა, რომ ჯეინ ოსტინის სურათი გამოჩნდებოდა ახალი 10 ფუნტის კუპიურაზე, რომელიც ჩერჩილის კუპიურს ჩაანაცვლებს.
ღირსებები
ბანკნოტებზე ქალების გამოსახვის შესახებ წარმატებული აქტივიზმისთვის, კრიადო პერესმა მიიღო წლის ადამიანის უფლებათა კამპანიის ჯილდო ზეწოლის ჯგუფ თავისუფლებისგან 2013 წლის ნოემბერში [24] 2013 წელს იგი ასევე დასახელდა BBC-ის 100 ქალთა შორის. [25] კრიადო პერესი დაინიშნა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის (OBE) ოფიცრად 2015 წელს თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის, განსაკუთრებით მედიაში გაწეული წვლილისთვის. 2019 წელს კრიადო პერესმა მიიღო წლის ბიზნეს წიგნის ჯილდო უხილავი ქალებისთვის: მონაცემთა მიკერძოების გამოვლენა მამაკაცებისთვის შექმნილ სამყაროში .