კარლო მადერნა (მოდერნო) იტალ. Carlo Maderna, Maderno; დ. 1556— გ. 1629) — შვეიცარიელ-იტალიელი არქიტექტორი,
სწავლობდა ბიძებთან - ჯერ დომენიკო, შემდეგ ჯოვანი ფონტანასთან.
მოდერნო რომში ჩამოვიდა ლომბარდიიდან XVI საუკუნის 80-წლებში, დაიწყო მუშაობა ქვისმთლელად თავის ბიძასთან, ჯოვანისთან ერთად, აშენებდა წყილსგაყვანილობას და შადრევნებს. ერთ-ერთი მათ განი არის მარჯვენა შადრევანი წმინდა პეტრეს მოედანზე 1613წ. მადერნამ ასევე დაასრულა კონსტრუქციების მთელი რიგი , რომელთა მშენებლობა დაიწყეს სხვა ხუროთმოძღვრებმა: მაგალითად, პალაცო კიჯი ჯაკომო დელა პორტას შემდეგ - მშენებლობა დასრულდა 1630 წლისთვის.
კარლო მადერნას პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია სანტა-სუსანას ეკლესიის ფასადის შექმნა. ტაძრის ფასადი იყოფა ორ რიგად. ქვედა იარუსი ნახევარ სვეტებით არის გაფორმებული. არქიტექტორმა აქ პირველად გამოიყენა ბალუსტრადები. ნახევარ-სვეტები ხაზს უსვამენ შენობის ვერტიკალურ ღერძს. დეკორატიული ელემენტები და ქანდაკებები გამოხატავენ ფორმებს. შემდეგ მადერნომ 1605 წელს იმუშავა სანტა მარია დელა ვიტორიას ეკლესიის ინტერიერზე. ასევე არქიტექტორმა დაამთავრა წმინდა პეტრეს ბაზილიკა1605-1613წწ. მან შეცვალა ტაძრის ცენტრალური გეგმის იერსახე, გააფართოვა მისი ნავი და სამლოცველო, ბერძნულიდან გააკეთა ლათინური ჯვარი. ფასადი გახდა დომინანტი ტაძრის სხვა არქიტექტურულ ელემენტებთან შედარებით. სადაც შემდგომ განათავსეს კურთხევის ლოჟა პაპისთვის.