კარლ თეოდორ დრეიერი[1] (დან. Carl Theodor Dreyer; დ. 3 თებერვალი, 1889 — 20 მარტი, 1968) — დანიელი კინორეჟისორი და სცენარისტი. მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კინორეჟისორად, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსთა თუ ისტორიკოსთა წრეებს მიღმა არც თუ ფართოდაა ცნობილი. დრეიერის 1928 წლის ფილმი „ჟანა დ’არკის ვნებანი“ მუნჯი კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა, ხოლო 1932 წელს გადაღებული „ვამპირი“ 1930-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიიჩნევა.
დრეიერის ფილმებში ხშირადაა წარმოდგენილი რელიგიური, სპირიტუალური მოვლენებით: ჟანა დ'არკი კოცონზე დაწვისას წმინდანად იქცევა, ხოლო „სიტყვაში“ (1955) ადგილი აქვს სასწაულებრივ მკვდრეთით აღდგომას, „ვამპირში“ კი პერსონაჟის სული სხეულისგან განცალკევებულ მდგომარეობაში მოქმედებს.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
კატეგორია:დაბადებული 3 თებერვალი